16/07/2026
#ვაკანსია #ბუღალტერი
#მთავარიბუღალტერი
🚀HR LINE ეძებს მთავარ ბუღალტერს (რუსულეოვანი),ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების
საერთაშორისო ქსელი DNS-ისთვის.
კომპანია 2025 წელს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და აქტიური ზრდის ეტაპზეა, ამიტომ ეს პოზიცია პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას გთავაზობთ.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. მარჯანიშვილის მიმდებარე
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00–18:00)
ანაზღაურება-4500-5000 ლარი
📌 ძირითადი მოვალეობები:
• სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, წარმოება და პროცესების ოპტიმიზაცია საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად.
• საგადასახადო, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება (მათ შორის ფასს / IFRS და ლოკალური სტანდარტებით).
• სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, დეკლარაციების მომზადება/წარდგენა (RS.GE) და გადასახადების კონტროლი.
• საცალო ვაჭრობის სრული ციკლის აღრიცხვა (საქონლის მოძრაობა, სალარო ოპერაციები, ინვენტარიზაცია).
• საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა: იმპორტი-ექსპორტი, განბაჟება, ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯების გათვალისწინებით თვითღირებულების ფორმირება, ვალუტის ოპერაციები.
• საბანკო და ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვა (სესხები, ლიზინგი, გარანტიები, კრედიტორული/დებიტორული დავალიანებები).
• ხელფასების, შვებულებების, ბიულეტენების გაანგარიშება; საკადრო აღრიცხვა საგადასახადო ნაწილში.
• სააღრიცხვო სისტემებს (სავაჭრო სისტემა, 1С, ბანკ-კლიენტი) შორის მონაცემების შედარება/კონტროლი.
• ბუღალტრული გუნდის ხელმძღვანელობა, ამოცანების განაწილება და კონტროლი.
🎯 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
• მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო ვაჭრობის ან დისტრიბუციის სფეროში).
• საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის (იმპორტი/ექსპორტი) და საბაჟო გაფორმების პროცედურების ცოდნა სავალდებულოა.
• საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა და RS.GE-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ( IFRS) ცოდნა;
• 1С-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
• აუცილებელია რუსული ენების გამართულად ცოდნა;
• უპირატესობად ჩაითვლება: პროფესიული სერტიფიკატები (ACCA, DipIFR, CPA) და სააღრიცხვო პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება;
💼 პიროვნული თვისებები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სისტემური ხედვა და პროცესების დამოუკიდებლად აწყობის უნარი;
• გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — მთავარი ბუღალტერი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შერჩევის შემთხვევაში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას შემდგომი განხილვის მიზნით.