OnlineMoney.ge

OnlineMoney.ge OnlineMoney.ge осуществляет обмен и вывод электронных валют, таких как Bitcoin, Litecoin, QIWI, Webmoney и многие другие виды валют.

Обмен электронных денег, Bitcoin, Webmoney, PayPal

Soh-ის საინვესტიციო კონფერენციაზე საუბრისას ინვესტორმა ჯონ პფერმა განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ოქროს შემცვლელი პირველი კ...
04/05/2018

Soh-ის საინვესტიციო კონფერენციაზე საუბრისას ინვესტორმა ჯონ პფერმა განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ოქროს შემცვლელი პირველი კანდიდატი. მან იქვე დაამატა, რომ ბიტკოინი უკეთესია, ვიდრე ძვირფასი ლითონი. CNBC-სთან ინტერვიუში პფერმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი 90.000 დოლარს მიაღწევს, რაც პოტენციურად ნიშნავს, რომ ბიტკოინის კურსი 700.000 დოლარზე აიწევს. ჯონ პფერის თქმით, ბიტკოინის ფასმა რამდენიმე ასეული ათასს შეიძლება მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი ძირითადი სარეზერვო ვალუტა გახდება, რომელიც მისი შეფასებით ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. იქვე, პფერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი არ ემხრომა საკითხს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ბიტკოინით შესაძლებელია ისეთი მომსახურეობის მიღება, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინით ფინჯანი ყავის საფასურის გადახდა. თუმცა, ჯონ პფერი იმასაც ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ვალუტა გაუფასურებულია ბიტკოინი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ყოველდღიური გამოყენებისათვის.

ამერიკულმა უმსხვილესმა საინვესტიცო ბანკმა, Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ ბიტკოინი არ არის თაღლითობა და კრიპტოვალუტის ვ...
04/05/2018

ამერიკულმა უმსხვილესმა საინვესტიცო ბანკმა, Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ ბიტკოინი არ არის თაღლითობა და კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ გეგმები საზოგადოებას გააცნო. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება. ნაბიჯი, რომელიც საინვესტიციო ბანკი დგამს მომხარებლის მხრიდან ახალ მოთხოვნებს უკავშირდება. Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა ლოიდ ბლანკიფინმა 2017 წლის დეკემბერში საჯაროდ განაცხადა, რომ ბიტიკოინი მისთვის არ არის, ეს კი მაშინ, როდესაც ბიტკოინი თავისი ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფებოდა. ამასთან დაკაშირებით, რანა იარედიმ კი განაცხადა, რომ ბანკს სჯერა ბიტკოინის, თუმცა იქვე დაამატა: “მე არ ვარ ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელიც ბიტკოინზე იმ ფიქრით იღვიძებს, რომ ის მისაღები იქნება მთელი მსოფლიოსთვის”.
თუმცაღა, ბანკის აღნიშნული ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ Goldman Sachs-ი კრიპტოვალუტაში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს.

ეთიოპიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს კრიპტოვალუტის სტარტაპ კარდანოსთან. შეთანხმე...
04/05/2018

ეთიოპიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს კრიპტოვალუტის სტარტაპ კარდანოსთან. შეთანხმების მიზანია ქვეყნის აგროტექნიკურ ინდუსტრიაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა. კარდანოს დამფუძნებელმა ჩარლზ ჰოსკინსონმა აღნიშნული ხელშეკრეულების შესახებ Twitter-ზე დაპოსტა. ჰოსკინსონმა განაცხადა, რომ ეთიოპიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან შეთანხმება მოიცავს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ადგილობრივი დეველოპერების მომზადებას. კარდანოს მშობელი კომპანიის IOHK-ის აფრიკის ოპერაციების დირექტორმა ჯონ ო’კონორმა განაცხადა, რომ ეთიოპიის დეველოპერები 2018 წლის ბოლოს კარდანოს Blockchain-ზე დაფუძნებულ აგროტექნიკური პლატფორმის გამოყენებას დაიწყებენ. შეგახსენებეთ, კარდანო 2017 წლის სექტემბრის ბოლოს შეიქმნა. ამ ეტაპზე, coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კარდანო კრიპტოვალუტების ათეულში მე-6 ადგილს იკავებს. კარდანოს ღირებულება 0.37 დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 9.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბერმუდის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა, დევიდ ბარტმა Binance Group-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. უ...
03/05/2018

ბერმუდის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა, დევიდ ბარტმა Binance Group-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს fintech და Blockchain სტარტაპების დაფინანსებას. ამასთანავე, ბარტის თქმით, Binance Group-თან თანამშრომლობა ბერმუდის კუნძულებზე დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, Binance Group 15 მილიონ დოლარს დახარჯავს, რათა ტრენინგებისა და შემეცნებითი ლექციებით ბერმუდის მოქალაქეებში აამაღლოს ცნობიერება თანამედროვე საფინანსო ტექნოლოგიების შესახებ. რეგულაციების შესახებ ბერმუდის მთავრობამ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტისა და Blockchain-ისთვის ბერმუდი მეგობრულ, სამართლებრივ სტრუქტურას შექმნის.Binance-ის მიერ ჩატარებული კვლევა კი აჩვენებს, რომ ბერმუდის კუნძულებს აქვს ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ხელშემწყობი მარეგულირებელი სტრუქტურა.

ბრიტანეთის კრიპტოვალუტის თვითრეგულირებადი ვაჭრობის ასოციაციამ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატს მიმართა სექტორში ხელსაყრელი...
03/05/2018

ბრიტანეთის კრიპტოვალუტის თვითრეგულირებადი ვაჭრობის ასოციაციამ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატს მიმართა სექტორში ხელსაყრელი რეგულაციების დაცვისთვის. ქვეყნის პარლამენტის სავაჭრო კომიტეტი კვლევის დაწყებას გეგმავს, რათა შეისწავლოს ციფრული ვალუტების როლი დიდ ბრიტანეთში. კრიპტოვალუტის თვითრეგულირებადი ვაჭრობის ასოციაციიამ განაცხადა, რომ რეგულაცია უნდა იყოს უფრო მეტად კონცენტრირებული ბროკერებსა და სავაჭრო პლატფორებზე, ვიდრე თავად ციფრულ ვალუტაზე. ამასთანავე, შექმნილი ჯგუფი იზრუნებს კრიპტოვალუტასა და ტრადიციული ვალუტას შორის სხვადასხვა მარეგულირებელ საკითხებზე.

ირანული მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შიდა ციფრული ვალუტის ექსპერიმენტული მოდელი მზად არის. ამის შესახებ ინფ...
03/05/2018

ირანული მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შიდა ციფრული ვალუტის ექსპერიმენტული მოდელი მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორმა ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტით ტრანზაქციები დაბლოკა.
“ცენტრალური ბანკის [აკრძალვა] არ ნიშნავს ციფრული ვალუტის გამოყენების შიდა აკრძალვას ან შეზღუდვას. გასულ კვირას, იყო ერთობლივ შეხვედრა, რათა მიმოგვეხილა [შიდა კრიპტოვალუტის] პროექტის პროგრესი. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ექსპერიმენტული მოდელი უკვე მზად იყო”,- განაცხადა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა მოჰამედ ჯავად აზარი-იარომიმ. შეგახსენებთ, ირანის ცენტრალურმა ბანკმა შიდა ბანკებსა და სხვა საფინანსო კომპანიებს აპრილის დასაწყისში აუკრძალა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა. აკრძალვის მიზეზად კი ფულის გათეთრების რისკი სახელდებოდა.

იაპონიის საფინანსო მომსახურების უმსხვილესი კომპანია SBI Holdings-ი გეგმავს, რომ ზაფხულში კრიპტოვალუტის ბირჟა დააფუძნოს. ...
02/05/2018

იაპონიის საფინანსო მომსახურების უმსხვილესი კომპანია SBI Holdings-ი გეგმავს, რომ ზაფხულში კრიპტოვალუტის ბირჟა დააფუძნოს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider Japan-ი ავრცელებს. კომპანიის პრეზიდენტის იოშიტაკა კიტაოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ SBI ისეთ ვირტუალურ ვალუტებს შეუწყობს ხელს, როგორიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და ბიტკოინ Cash-ი. მიუხედავად იმისა, რომ ბირჟის გახსნის თარიღი უცნობი რჩება, SBI- ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირჟა ძალიან მალე გაიხსნება. SBI Group-მა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ პირველად 2016 წლის ოქტომბერში განაცხადა. 2017 წლის დეკემბერში კი SBI-მ აღნიშნა, რომ იგი პარტნიორობას იწყებდა ბიტკოინის სავაჭრო პლატფორმა Huobi-სთან.

გასულ კვირას, საუდის არაბეთში “Blockchain bootcamp-ი” დასრულდა. ამის შესახებ ქვეყნის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნო...
02/05/2018

გასულ კვირას, საუდის არაბეთში “Blockchain bootcamp-ი” დასრულდა. ამის შესახებ ქვეყნის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული. Blockchain bootcamp-ი არის სემინართა ციკლი, სადაც მსმენელი აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას იღებს Blockchain-ის, კრიპტოვალუტისა და “ჭკვიანი კონტრაქტების” შესახებ. სემინარი ორიენტირებული იყო ეთერიუმის “ჭკვიანი კონტრაქტებსა” და დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიაზე. სამდღიანი ღონისძიება გაიმართა Blockchain-ის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ConsenSys-თან თანამშრომლობით. ამჟამად, ConsenSys ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პრეს-რელიზის თანახმად, საუდის არაბეთის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ღონისძიება არის ნაწილი იმ გეგმისა, რაც მთავრობას აქვს ციფრულ გარემოს შექმნასთან დაკავშირებით.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეღმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს რევოლუცია, რომლის წინამორბედიც ბიტკოინი იყო. ფ...
01/05/2018

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეღმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს რევოლუცია, რომლის წინამორბედიც ბიტკოინი იყო. ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ Blockchain-ი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სტარტაპებს, მომხმარებელს სანდო ქსელის შექმნას ჰპირდება შუამავლების გარეშე. ამასთანავე, ადამიანებს სთავაზობს ტრანზაქციების გაზრდის შესაძლებლობას, რაც საერთო ჯამში ეკონომიკას უფრო ეფექტურს ხდის. თუმცა, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიტკოინსა და კრიპტოვალუტის შემოსავლების, თითქმის ნახევარს ბეგრავდა.
ამჯერად, კი მარეგულირებელმა პოლიტიკა შეცვალა, რომლის თანახმად კრიპტოვალუტა 45%-ის მაგივრად 19%-ით დაიბეგრება. ამ წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საფრანგეთმა კრიპტოვალუტის საკითხზე ბევრი იმსჯელა.
მარეგულირებელმა 15 არაავტორიზებულ კრიპტოვალუტის ბირჟას ოფიციალურად გაფრთხილება მისცა.

UNICEF-ის ავსტრალიის ფონდმა 29 აპრილს ინიციატივა წარადგინა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს კარიპტოვალუტის მაინი...
01/05/2018

UNICEF-ის ავსტრალიის ფონდმა 29 აპრილს ინიციატივა წარადგინა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს კარიპტოვალუტის მაინინგით ქველმოქმედება გასწიოს. UNICEF- ის ციფრული ბრენდისა და შინაარსის მენეჯერის ტონი ანდრეს ტანგამ საინფორმაციო გამოშვებას ITNews-ს განუცხადა, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალეა და ისინი კომპიუტერის პროცესორის ძალას მომხმარებლის სურვილისამებრ ქველმოქმედებისთვის მიიღებენ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი თავად ირჩევს რა რაოდენობის პროცესორის ენეგერგიის დახარჯვა სურს ქველმოქმედებაში. შეგახსენებთ, UNICEF-ს სირიელი ბავშვების დასახმარებლად კრიპტოვალუტის მაინინგს ადრეც იყენებდა. კონკრეტულად, საქველმოქმედო კამპანია კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისკენ იყო მიმართული. ფონდის აქცია მოთამაშეების მიერ ეთერიუმის მოპოვებას გულისხმობდა. მაინინგის შედეგად დაგროვებულ ციფრულ ვალუტას “გეიმერები” UNICEF-ის ფონდში რიცხავდნენ.

ვენესუელის გაზეთის Correo del Orinoco-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა 16 კრიპტოვალუტის ბირჟას სერტიფიკატები მიანიჭა. ...
01/05/2018

ვენესუელის გაზეთის Correo del Orinoco-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა 16 კრიპტოვალუტის ბირჟას სერტიფიკატები მიანიჭა. ეს ფაქტი საერთაშორისო ბაზარზე ხელს შეუწყობს ვენესუელის ეროვნულ კრიპტოვალუტა პეტროთი ოპერაციების შესრულებას. “16 ბირჟის სერთიფიცირება პეტროს სისტემის სანდოობას აჩვენებს”,-განაცხადა ნიკოლას მადურომ. მადურომ პეტროს წინასწარი გაყიდვის ოფიციალურად დახურვა 19 მარტს გამოაცხადა. ვენესუელის პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ წინასწარი გაყიდვიდან პრისეილის შეწყვეტამდე პეტროდან მიღებულია 3.3 მილიარდი დოლარი, ხოლო კრიპტოვალუტის ვაჭრობაში 127-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ნიკოლას მადურომ ისიც აღნიშნა, რომ 1 მილიარდ დოლარს, რომელიც პეტროს ვაჭრობიდან არის შემოსული ქვეყნის ტრადიციული ეკონომიკის განვითარებას მოახმარს.

როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს  კრიპტოვალუტებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, განსაკუთრებით კი ბიტკოინით. Google Trends-ის მო...
30/04/2018

როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს კრიპტოვალუტებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, განსაკუთრებით კი ბიტკოინით. Google Trends-ის მონაცემებით, ბიტკოინი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიტყვა, რომელსაც მომხმარებელი 2017 წელს ეძებდა. კიდევ ერთი ადგილი, სადაც ბიტკოინს ხშირად ეძებდნენ იყო ვიკიპედია. ვიკიპედიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა “ყოველწლიური ტოპ 50-ის ანაგრიში”, რომელიც 2017 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სტატიების ჩამონათვალს შეიცავს. ვიკიპედიის მონაცემებით, ბიტკოინის შესახებ სტატია გასულ წელს 9 ყველაზე პოპულარულ სტატიას შორის მოხვდა. ბიტკოინზე სტატია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და Netflix-ის დრამატული სერიალის (“13 მიზეზი თუ რატომ”) შესახებ სტატიებს ჩამოუვარდებოდა.
ბიტკოინზე სტატია დონალდ ტრამპის, სერიალ “სამეფო კარის თამაშების” და დედოფალი ელისაბედ II-ის შესახებ დაწერილ სტატიებს შორის არის.
ვიკიპედიის მონაცემების თანახმად, შარშან ბიტკოინის შესახებ სტატიას 15 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო.

Address

Tbilisi

Telephone

+995592558888

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when OnlineMoney.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share