15/10/2017
ტრენინგ კურსი ახალგაზრდებისთვის თბილისში!
2017 წლის 7 და 13 ნოემბერს „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართება ახალგაზრდული ტრენინგ კურსი „ახალგაზრდული რეფლექსი“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს და სტუდენტებს.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდული რეფლექსი“, რომლის მიზანია: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პრობლემების კვლევა, ანალიზი და საკითხის სისტემურ ჩარჩოში მოქცევა, რომელსაც პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში ახალგაზრდების დატრენინგება და ჩართულობა მოყვება.
ტრენიგნების თემატიკა იქნება:
- კვლევის შედეგების პრეზენტაცია და განხილვა ახალგაზრდებთან ერთად.
- ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობით.
- ახალგაზრდების უფლებები, მოვალეობა და ზოგადი ინფორმაცია სასამართლოს და მართლმსაჯულების შესახებ.
- ახალგაზრდული აქტივიზმი და ადვოკატირების მეთოდები.
ტრენინგების ხანგრძლივობა: 3 საათი, ლანჩ-შესვენების ჩათვლით.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემება სერტიფიკატი
სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScbekv2kpHs9QU3Srgneatcjo-ec44TEUABvXsfAxTqF7xXcA/viewform
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 3 ნოემბერი.
დამაატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მეილზე [email protected]