United Registrar of Systems Georgia
UNITED REGISTRAR OF SYSTEMS GEORGIA·WEDNESDAY, MAY 2, 2018·
URS Holdings-ის სათაო ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში. URS Georgia არის ჰოლდინგის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მომსახურებას მხოლოდ ჰოლდინგისთვის დამახასიათებელი საიმედო საექსპლუატაციო უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში. საექსპლუატაციო უსაფრთხოების კონცეფცია შემუ
შავებულ იქნა პროფესიონალების მიერ და მიმართულია ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების რისკის მართვასა და მართვის სისტემების სრულყოფაზე. კერძოდ, ოპერაციული უსაფრთხოების კონცეფცია თავაზობს კომპანიებსა და, განსაკუთრებით, მათ ხელმძღვანელობას უსაფრთხო საექსპლუატაციო საქმიანობის გარანტიასა და ხარჯების შემცირებას.
საიმედო საექსპლუატაციო უსაფრთხოების კონცეფცია მოიცავს ისეთ მომსახურებებს როგორებიცაა: მართვის სისტემების სერტიფიცირება (ISO), პროდუქტის სერტიფიცირება (CE), პერსონალის სერტიფიცირება, მომზადება/ტრენინგი, საკონსულტაციო მომსახურება, საინსპექციო მომსახურება, ტექნიკური მოწყობილობების რევიზია და ა.შ. URS Holdings-ი თავის საქმიანობას უზრუნველყოფს მისთვის მინიჭებული აკრედიტაციის საფუძველზე. URS Georgia, როგორც ჰოლდინგის ოფიციალური წევრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ინარჩუნებს აკრედიტაციას ცენტრალიზებული მართვის სისტემის საშუალებით.