„თელედა ორგო“ მდებარეობს კახეთის ცენტრში, თელავში – რეგიონში, სადაც მეღვინეობა 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით ვითარდება. თელავი უძველესი დასახლებაა, რომელიც ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში არსებობდა, ელინისტურ ეპოქაში კი მნიშვნელოვანი სავაჭრო-გეოგრაფიული პუნქტი გახდა.
კომპანიის სახელწოდება უძველეს ტოპონიმსა და ტექნოლოგიას აერთიანებს: „თელედა“ თელავის ანტიკური სახელია, „ორგო“ – ძველ საქართველოში ქვევრის
სარქველს ერქვა, რაც სიმბოლურად ღვინის წარმოშობის სიძველეზე მიანიშნებს. ჩვენი ღვინოები სწორედ ამ დიდი გამოცდილების ნაყოფია – ადგილი, სადაც ვაზი ტერუარის საუკეთესო თვისებებს აირეკლავს და სადაც ტრადიცია ახალ ინოვაციებთან ერწყმის.
თელედა ორგოში ღვინო არა მხოლოდ მზადდება, არამედ სიცოცხლეს ღებულობს – ენერგიითა და სიყვარულით სავსე, მზის მარადიული ნათლისა და მიწის ნაყოფიერების სიძველით დაღებულ ღვინოს, რომელიც თქვენს გემოს ელეგანტურობითა და სიღრმით შეიგრძნობს.
„თელედა ორგოს“ ლოგო ბორჯღალია – მზის უძველესი ქართული სიმბოლო, რომელიც სინათლისა და სითბოს, მარადისობისა და ნაყოფიერების, მუდმივი წრებრუნვის ნიშანია. ის ენერგიაა, რომელსაც მზე აწვდის ვაზს, იქიდან კი სასმელში გადაინაცვლებს. ბორჯღალი თავის თავში ამ „ცოცხალ სიმბოლოს“ ატარებს – მარადიულ ენერგიას, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და თანამედროვეც.
მზის მარადისობა ღვინის თითოეულ ბოთლში – ემოციური კოდია, რასაც შეიგრძნობთ ჩვენი ღვინოების დაგემოვნებისას.