07/07/2026
მარანის დიდი ოჯახი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი თანადამფუძნებელი, კახა ზუკაკიშვილი.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც კახა წლების განმავლობაში აშენებდა თელავის ღვინის მარანს ერთი საერთო იდეის გარშემო - შეექმნა საუკეთესო ქართული ღვინო, რომელიც საქართველოს მსოფლიოს გარშემო გაუთქვამდა სახელს. მარანის დაარსების პირველი დღიდან, მისი სიტყვები - „უნდა ვაკეთოთ ქართული ღვინო და აუცილებლად კარგად”, საერთო საქმისა და მრწამსის საბაზისო, ფუნდამენტურ დევიზად იქცა და სამუდამოდ დარჩება ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად.
მიზნების განჭვრეტა, ფოკუსში ამოღება და მათი გარდაუვალ რეალობად ქცევა მისი განუყოფელი თვისება იყო. ასე დაგვიტოვა დიდი სულისკვეთება და უსაზღვრო სიყვარული.
მადლობა კახა, გზა მშვიდობისა!🍷
———
ხუთშაბათს, 9 ივლისს, 11:00 საათზე გადასვენება თელავის ღვინის მარანში.
12:00 საათზე გადასვენება აღდგომის ტაძარში.
დაკრძალვა 14:00 საათზე.