Winery Tibaaneli / მეღვინეობა ტიბაანელი

  • Home
  • Georgia
  • Tibaani
  • Winery Tibaaneli / მეღვინეობა ტიბაანელი

Winery Tibaaneli / მეღვინეობა ტიბაანელი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Winery Tibaaneli / მეღვინეობა ტიბაანელი, Winery/Vineyard, Tibaani.

მეღვინეობა ტიბაანელი VieVinum 2026-ზე 🇬🇪🇦🇹2026 წლის მაისში მეღვინეობა ტიბაანელმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიის უდიდეს ღვინი...
10/06/2026

მეღვინეობა ტიბაანელი VieVinum 2026-ზე 🇬🇪🇦🇹

2026 წლის მაისში მეღვინეობა ტიბაანელმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიის უდიდეს ღვინის გამოფენაში - VieVinum 2026, რომელიც ვენის ისტორიულ ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა.

აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინო წელს პირველად იყო წარმოდგენილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლების გვერდით, რაც მონაწილე ქართულ მეღვინეობებს, ახალი შესაძლებლობების მინიჭებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს აკისრებდა ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში.

მეღვინეობა “ტიბაანელის” ღვინოები წარმოდგენილი იყო ათენში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორ...
10/05/2026

მეღვინეობა “ტიბაანელის” ღვინოები წარმოდგენილი იყო ათენში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე.🇬🇪🇬🇷

ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის იმპორტიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული ღვინით დაინტერესებული სტუმრები.🍷

მეღვინეობა „ტიბაანელმა“ მონაწილეობა მიიღო აზიის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - FHA (Food and Hospitality Asia...
29/04/2026

მეღვინეობა „ტიბაანელმა“ მონაწილეობა მიიღო აზიის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - FHA (Food and Hospitality Asia), რომელიც, 2026 წლის 21-24 აპრილს, სინგაპურში გაიმართა.🇸🇬

FHA აერთიანებს მსოფლიო ბრენდებს, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო პარტნიორებს, რაც მონაწილე კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე.

გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი ღვინო გაგვეცნო არაერთი ქვეყნის წარმომადგენლისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცხოელი ვიზიტორების გამორჩეული დაინტერესება ქვევრის ღვინის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული მეღვინეობის უნიკალურობასა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდას.🇬🇪🍷

გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ (Enterprise Georgia), ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის ხელშეწყობისთვის.

20/04/2026

Address

Tibaani

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Winery Tibaaneli / მეღვინეობა ტიბაანელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Winery Tibaaneli / მეღვინეობა ტიბაანელი:

Shortcuts

Share