19/05/2026
https://www.facebook.com/share/p/18yFwPgezt/
სამოქალაქო პლატფორმა ,,ერთი ხალხი - ერთი საქართველო’’ და საქართველოს 50-ზე მეტი მარანი ვერთიანდებით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსანიშნად და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების - სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
26 მაისი გვახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას დაცვა მუდმივად სჭირდება. ღვინის რვაათასწლოვანი ტრადიციის ქვეყანას, რომელმაც გაუძლო იმპერიების შემოსევებს, ომსა და ჭირ-ვარამს, დღეს სჭირდება მეტი თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა.
ქვეყნის მეღვინეობის ტრადიციის მცველებთან ერთად, 26 მაისს, 14:00-ზე გეპატიჟებით საქართველოს დამოუკიდებლობის სადღეგრძელოს ასაწევად მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთად ვთქვათ დამოუკიდებლობის სადღეგრძელო და გავცვალოთ აზრები თავისუფლებასა და მშვიდობაზე. მსურველებს შესაძლებლობა გექნებათ, დამოუკიდებლობის დღე წერილობით მიულოცოთ სინდისის პატიმრებს და დალოცოთ ისინი გამორჩეული ღვინოებით.
დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში მარნები გაყიდიან უნიკალურ, იშვიათი ჯიშების, განსაკუთრებულ, დავარგებულ, მათ შორის, თავიანთი პირველი მოსავლების ღვინოებს საქართველოს მევენახეობის, თითქმის, ყველა რეგიონიდან. ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა მოგეცემათ, შეიძინოთ ბოლო ბოთლები საქართველოს მცირე მარნების უაღრესად შეზღუდული კოლექციებიდან - კახეთიდან - სამეგრელომდე და ქვემო ქართლიდან - ლეჩხუმამდე.
ღვინოების ღირებულების 100% გადაირიცხება პირდაპირ ,,თავისუფლების ფონდში’’ და სრულად მოხმარდება სინდისის პატიმრების საჭიროებებს.
მარნების მისამართებისა და საკოლექციო ღვინოების ჩამონათვალი იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე: sakartvelostvis.com
ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე, დავლიოთ მშვიდობის და თავისუფლების სადღეგრძელო - ჩვენ ხომ ღვინის ხალხი ვართ, ერთი საქართველო!