Visit Samegrelo

Call Directions Website Contact the business

Visit Samegrelo Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Visit Samegrelo, Zugdidi.

🌍 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამეგრელოში! 🌿
გაემგზავრეთ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში, აღმოაჩინეთ ბუნების სილამაზე, ისტორია და ლეგენდები. სამეგრელო გელოდებათ ახალი შთაბეჭდილებებითა და დაუვიწყარი გამოცდილებებით!

14/09/2026

✨ ყველა გემოს თავისი ისტორია აქვს, ყველა კუთხეს — თავისი უნიკალური ხასიათი!

🌿 Samegrelo DMO გიწვევთ დაუვიწყარ გასტრონომიულ მოგზაურობაში!

🍽️ პროექტი „ჰამო სამეგრელო / Delicious Samegrelo“ ამჯერად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაგიწევთ მეგზურობას.

🏛️ ქალაქ ფოთის უნიკალურობა მის ანტიკურობაში, მრავალსაუკუნოვან საქალაქო ცხოვრებასა და არქიტექტურულ წესრიგში გამოიხატება. ზღვა, ტბა და მდინარე ქმნის იმ ტრიადას, რომელიც განაპირობებს ფოთის მდიდარ მემკვიდრეობას — ეს მრავალფეროვნება კი მკაფიოდ აისახება მის ეთნო და გასტროკულტურაში.

🐟 ტრადიციულად, ფოთის გასტრონომიულ მემკვიდრეობაში დომინანტი თევზეულის კერძებია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაცოცხლოთ ქალაქისთვის სახასიათო, ნაკლებად ცნობილი და მივიწყებული რეცეპტები!

👨‍🍳 შეფ-მზარეულ ვახა ცანავასთან ერთად:

• აღმოაჩინეთ ქალაქ ფოთის უნიკალურობა
• გაეცანით მეგრული კულინარიის საიდუმლოებებს
• დატკბით რიონისა და შავი ზღვის ულამაზესი ხედებით!

🎬 უყურეთ ვიდეოს, იგრძენით ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი მოგზაურობა!

💬 გაგვიზიარეთ კომენტარებში: რომელია თქვენი საყვარელი მეგრული კერძი ან ლოკაცია ფოთში?

ფოთის მერია / Poti City Hall
Gastronomic & Rural Tourism Association

#სამეგრელო #ფოთი #ჰამოსამეგრელო

07/09/2026

🍽️ ყველა გემოს თავისი ისტორია აქვს, ყველა კუთხეს — თავისი უნიკალური ხასიათი.
✨ Samegrelo DMO გიწვევთ დაუვიწყარ გასტრონომიულ მოგზაურობაში!
🧭 პროექტი „ჰამო სამეგრელო / Delicious Samegrelo“ ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაგიწევთ მეგზურობას.
🌿 ვიზიტორების შეფასებით, წალენჯიხა ნამდვილი „სამოთხეა დედამიწაზე“. აქ არსებული უნიკალური და მრავალფეროვანი ეკოსისტემა საოცარი ემოციების გრადაციას ქმნის, რასაც სტუმართმასპინძლობის მაღალი კულტურა აგვირგვინებს!
🏠 წალენჯიხაში თითოეული ოჯახი წლიდან წლამდე ემზადება სტუმრის განსაკუთრებული დახვედრისთვის. ეს კუთხე თავისი მასპინძლობით საყოველთაოდ აღიარებულია, ამიტომ აქ აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ!
✨ აქ აღმოაჩენთ ავთენტურ მეგრულ კერძებს, ყველასგან განსხვავებულ და გამორჩეულ მითებსა და ლეგენდებს.
👨‍🍳 შეფ-მზარეულ გურამ ბაღდოშვილთან ერთად აღმოაჩინეთ წალენჯიხის უნიკალურობა, გაეცანით მეგრული კულინარიის საიდუმლოებებს და დატკბით ბუნების საოცარი პეიზაჟებით.
🎥 უყურეთ ვიდეოს, იგრძენით ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი მოგზაურობა!
👇 გაგვიზიარეთ კომენტარებში: რომელია თქვენი საყვარელი მეგრული კერძი ან ლოკაცია?
📌 #სამეგრელო #წალენჯიხა #ჰამოსამეგრელო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality
Gastronomic & Rural Tourism Association
ენგური ატრაქცია • Enguri attractions

02/09/2026

🍽️ ყველა გემოს თავისი ისტორია აქვს, ყველა კუთხეს — თავისი უნიკალური ხასიათი.
Samegrelo DMO გიწვევთ დაუვიწყარ გასტრონომიულ მოგზაურობაში!

🧭 პროექტი „ჰამო სამეგრელო / Delicious Samegrelo“ ამჯერად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაგიწევთ მეგზურობას.

🌿 ჩხოროწყუ ის გამორჩეული სივრცეა, სადაც ხელუხლებელი ბუნების ძეგლები მხოლოდ ვიზუალური ფონი კი არ გახლავთ, არამედ მთავარი მასპინძელი და კულინარიული შთაგონების წყაროა. ეს არის მრავალფეროვანი ლანდშაფტისა და ავთენტური გასტრონომიული აღმოჩენების მხარე.

🏺 აქ ჯერ კიდევ კოლხური ცივილიზაციის აყვავების ხანაში გუგუნებდა ბრინჯაოსა და რკინის წარმოების მეტალურგიული კერები და იქმნებოდა მაღალმხატვრული ჭედურობის უნიკალური ნიმუშები. სრულიად ლოგიკურია, რომ ასეთი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხეში დღემდე დომინირებს გამორჩეული კულინარიული ტრადიციები!

🐝 ჩხოროწყუს ბუნებრივი საუნჯე: სოფელ მუხურში ბინადრობს მსოფლიოში ცნობილი, უნიკალური თვისებების მქონე კოლხური (მეგრული) რუხი ფუტკარი — ადგილობრივი ეკოსისტემის სავიზიტო ბარათი, რომელიც ყველაზე გრძელი ხორთუმით გამოირჩევა. ის განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით ხასიათდება და ქმნის საოცარი არომატის მქონე ცაცხვისა და წაბლის თაფლს. ნამდვილი, ნატურალური თაფლის საგემოვნო თვისებების აღმოსაჩენად სწორედ მუხურს უნდა ეწვიოთ!

👨‍🍳 შეფ-მზარეულ დადუნა ღლონტთან ერთად აღმოაჩინეთ ჩხოროწყუს უნიკალურობა, გაეცანით მეგრული კულინარიის საიდუმლოებებს და დატკბით ბუნების საოცარი პეიზაჟებით.

🎥 უყურეთ ვიდეოს, იგრძენით ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი მოგზაურობა!

👇 გაგვიზიარეთ კომენტარებში: რომელია თქვენი საყვარელი მეგრული კერძი ან ლოკაცია?

#სამეგრელო

Samegrelo DMO
@ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall of Chkhorotsku Municipality
Gastronomic & Rural Tourism Association
Thea's Ethnographic Guesthouse

01/09/2026
27/08/2026

✨ ჭეჭეთობა და მაზაკვალეფიში სერი — მეგრული მითოლოგიის საიდუმლოებები

🌙 იცოდით, რომ 27 აგვისტოს, ჭიაკოკონობის ღამეს სამეგრელოში „მაზაკვალეფიში (ეშმაკეფიშ) სერი“ (კუდიანების ღამე) ეწოდებოდა?

🦊 ხალხური რწმენით, ამ დროს ბოროტი სულები მელიის, კატის ან ბუს სახით დაძრწოდნენ, მძინარეებს ორგანოებს პარავდნენ და მარტვილში, ტაბაკონას მთაზე მცხოვრებ კუდიანების როკაპს ,,ვარსახას“ მიუზიდავდნენ.

🔥 ,,ჭეჭეთობა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ჭრელობას“ - ამ ღამეს ხალხი სახეს იფერადებდა, ჭრელი სამოსით იმოსებოდა და ფიჩხებისგან გაკეთებულ სარიტუალო კოცონზე სამჯერ გადახტომით ავსულებს ირიდებდა, რომელსაც ერქვა ,,მაზაკვალეფიშ გითოფართხუა“ და ამით განიწმინდებოდა. აბრეშუმის ჭიის მომშენებლები კი სპეციალურად წვავდნენ სიმინდის ღეროს ძველ ჩელტებს.

🐎 ამ ღამეს კი, ჭინკები გარეთ დატოვებულ ცხენებს ფაფარს უბურდავდნენ და კისერზე უნასკვავდნენ, რომ შიგ ფეხები უზანგებივით გაეყარათ და ცხენი ქანცის გაწყვეტამდე ეჭენებინათ. გადმოცემის მიხედვით, ამ ნასკვის გახსნა თითქმის შეუძლებელი იყო.

🌾 ამ დღეს, დიასახლისები ელიას ,,შელებურ ხაჭაპურს“ სწირავდნენ ოჯახის ცეცხლისგან დასაცავად, ხოლო „ღუმუშ ოხვამერის“, ღომის ლოცვის რიტუალისას ყანებში იელის ჯვრებს დგამდნენ და ღმერთს შეევედრებოდნენ, ბევრი ღომი მოგვეციო.

📍 იმოგზაურე სამეგრელოში და აღმოაჩინე უძველესი მითები და ტრადიციები!

#სამეგრელო #ჭეჭეთობა #მეგრულიტრადიციები #იმოგზაურესამეგრელოში

Samegrelo DMO

🌍 27 აგვისტო — ტბების დაცვის მსოფლიო დღეა!🏔️ იცოდით, რომ სამეგრელოში, ეგრისის ქედზე, 6 ძირითადი მყინვარული ტბაა, რომლებს...
27/08/2026

🌍 27 აგვისტო — ტბების დაცვის მსოფლიო დღეა!

🏔️ იცოდით, რომ სამეგრელოში, ეგრისის ქედზე, 6 ძირითადი მყინვარული ტბაა, რომლებსაც საერთო სახელით ტობავარჩხილის ტბებს, ანუ „ვერცხლის ტბებს“ უწოდებენ.

💧 სამეგრელოში სახელწოდება „ტობა ვარჩხილი“ ანკარა ტბის მნიშვნელობით გამოიყენება. იგი წმინდა, საკრალურ ადგილად მიიჩნეოდა, სადაც მითოლოგიურ ეპოქაში თავად ღმერთები და ნახევარღმერთები ტანს იბანდნენ. ამიტომ, გადმოცემის თანახმად, რიგით მოკვდავს არ შეეძლო ტბიდან წყლის დალევა, ბანაობა ან წყალში ხელის ჩაყოფაც კი — წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმენდილი ცა უცბად მოიქუფრებოდა და ავდარი მოვიდოდა.

🥾 გინდათ, საკუთარ თავზე გამოსცადოთ ეს ლეგენდა და ტობავარჩხილების დაუვიწყარი ემოციები? მაშინ ეგრისის ქედზე მდებარე ტობავარჩხილების კომპლექსი აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

🏞️ საფეხმავლო მარშრუტის დროს შეგიძლიათ ესტუმროთ შემდეგ ტბებს: დიდი ტობავარჩხილი (ცაშკიბულის ტობა ან ჭითაგვალას ტობა) — ყველაზე დიდი და ცნობილი ტბა; პატარა ტობავარჩხილი (ოხოჯეს ტობა) — პირველი ტბა, რომელსაც მუხურის მხრიდან მიმავალი მოგზაურები ხვდებიან; კალაშიშ ტობა, დიდღალიშ ტობა (დიდღალი), წაქაწყარიშ ტობა და ლაკუმურაშ ტობა.

✨ იმოგზაურე სამეგრელოში — აღმოაჩინე ტობავარჩხილები და თავად გამოსცადე ვერცხლის ტბების იდუმალი ხიბლი!

#ტობავარჩხილი #ტბებისდაცვისმსოფლიოდღე #იმოგზაურესამეგრელოში

Samegrelo DMO

24/08/2026

✨ყველა გემოს თავისი ისტორია აქვს, ყველა კუთხეს — თავისი უნიკალური ხასიათი.
🍽️ @ Samegrelo DMO გიწვევთ დაუვიწყარ გასტრონომიულ მოგზაურობაში!
📍 „ჰამო სამეგრელო“ / „Delicious Samegrelo“ ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტში გაგიწევთ მეგზურობას.
🏛️ მარტვილი, ის ადგილია, სადაც იბადებოდა და იწრთობოდა გიორგი ჭყონდიდელის, დავით აღმაშენებლის სულიერი მამის, პროგრესული აზრები. აქ მოგზაურობისას შეუძლებელია არ შეიგრძნო წარსულის დიდება. ეს სულიერება დღესაც ცოცხლობს: მარტვილელების ხასიათში, უნიკალურ ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობაში, შემოქმედებასა თუ კულინარიულ ხელოვნებაში. 🌿✨
🍷 მარტვილის ოჯალეშის ღვინო მსოფლიოში ადგილწარმოშობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია. საინტერესო ისტორია უკავშირდება ასევე „ჭოდი სალხინოს“ — ის საქართველოს ეროვნული გმირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას, გამორჩეულად საყვარელი ღვინო იყო. მათი ნამდვილი გემოები რომ გასინჯოთ, სწორედ მარტვილის ადგილობრივ მარნებს უნდა ეწვიოთ!
👨‍🍳 შეფ-მზარეულ ერეკლე რუხაძესთან ერთად აღმოაჩინეთ მარტვილის გამორჩეული ადგილები, გაეცანით მეგრული კულინარიის საიდუმლოებებს 🍴 და დატკბით ბუნების საოცარი პეიზაჟებით! 🌄🌳
🎥 უყურეთ ვიდეოს, იგრძენით ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი მოგზაურობა!
💬 რომელია თქვენი საყვარელი მეგრული კერძი ან ლოკაცია? დაგვიწერეთ კომენტარებში!
#სამეგრელო

Samegrelo DMO
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall Of Martvili Municipality•
Gastronomic & Rural Tourism Association

🌿 ქრისტიანული სამყარო 19 აგვისტოს, 12 უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულს შორის ერთ-ერთ გამორჩეულს — ფერისცვალებას აღნიშნ...
19/08/2026

🌿 ქრისტიანული სამყარო 19 აგვისტოს, 12 უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულს შორის ერთ-ერთ გამორჩეულს — ფერისცვალებას აღნიშნავს.

ფერისცვალების დღესასწაულს სამეგრელოში თავისი განსაკუთრებული ტრადიციები, ხალხური რწმენა-წარმოდგენები და მითოლოგიური შტრიხები ახლავს.

✨ იცოდით თუ არა, რომ ფერისცვალების დღესასწაულს სამეგრელოში „ფერცვალებას“ უწოდებენ? მას ასევე „ფერიშ მორთას“ და „ფერიშ მორგალუას“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ.

🍇 მეგრულ ოჯახებში ფერისცვალება აუცილებლად ახალი ხილის, განსაკუთრებით კი ყურძნის კურთხევით აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს მანამდე ახალი მოსავლის ნაყოფი არ უნდა გაესინჯათ, სანამ ტაძარში არ აკურთხებდნენ.

🍷 ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარში ლოცვის შემდეგ, ოჯახები სახლში შლიან უფლის სამადლობელ სუფრას, სადაც მთავარი ადგილი უკავია ნაკურთხ ხილს, თაფლს, ტრადიციულ კერძებსა და უპირატესად წითელ ღვინოს. ოჯახის წევრები უფალს წელიწადის ნაყოფიერებისთვის მადლობას სწირავენ.

🌱 სამეგრელოს სოფლებში დღემდე შემორჩენილია რწმენა, რომ „ფერცველობის“ დილას მოკრეფილ სამკურნალო ბალახებს განსაკუთრებული, სასწაულმოქმედი ძალა აქვთ. გადმოცემის მიხედვით, ეს ტრადიცია მედეას ეპოქიდან მოდის, რომელიც შემდეგ ქრისტიანულ დღესასწაულს — ფერისცვალებას დაუკავშირდა.

🍂 ხალხური დაკვირვებით, სწორედ ამ დღიდან „წყალს სიცივე ერევა“ — „წყარც ყინი ინანთხუ“, ზაფხულის მცხუნვარე სიცხეები იკლებს და ბუნება შემოდგომის ფერებში გადასვლას იწყებს.

📍 იმოგზაურეთ სამეგრელოში და აღმოაჩინეთ ანტიკური და ქრისტიანული სამყაროს ტრადიციები და რიტუალები.

#სამეგრელო #ფერისცვალება #ფერცვალობა #მეგრულიტრადიციები

17/08/2026

🌄 ყველა გემოს თავისი ისტორია აქვს, ყველა კუთხეს - თავისი უნიკალური ხასიათი.
✨ Samegrelo DMO გიწვევთ დაუვიწყარ გასტრონომიულ მოგზაურობაში!

📍 „ჰამო სამეგრელო“ / „Delicious Samegrelo“ ამჯერად ხობის მუნიციპალიტეტში გამოგზაურებთ. ხობი, როგორც ისტორიული კოლხეთისა და ეგრისის სამეფოების ერთ-ერთი გეოგრაფიული ეპიცენტრი ინახავს და აერთიანებს უნიკალურ კულტურულ და რელიგიური მემკვიდრეობას, მდიდარ ფოლკლორს და ხელუხლებელ ეკოსისტემას

👨‍🍳 შეფ-მზარეულ დემნა ყუფუნიასთან ერთად აღმოაჩინეთ ხობის გამორჩეული ადგილები, გაეცანით მეგრული კულინარიის საიდუმლოებებს და დატკბით ბუნების საოცარი პეიზაჟებით!

🎬 უყურეთ ვიდეოს, იგრძენით ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი მოგზაურობა!
💬 რომელია თქვენი საყვარელი მეგრული კერძი ან ლოკაცია? დაგვიწერეთ კომენტარებში!

#სამეგრელო

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

Gastronomic & Rural Tourism Association

11/08/2026

ყველა გემოს თავისი ისტორია აქვს, ყველა კუთხეს — თავისი უნიკალური ხასიათი.
სამეგრელო DMO გიწვევთ დაუვიწყარ გასტრონომიულ მოგზაურობაში!
🏛️ „ჰამო სამეგრელო“ / „Delicious Samegrelo“ გამოგზაურებთ ისტორიული ეგრისის სამეფოს გულში — სენაკში, ლეგენდარულ არქეოპოლისსა და მის შემოგარენში!
👩‍🍳 შეფ დადუნა ღლონტთან ერთად აღმოაჩინეთ სენაკის გამორჩეული ადგილები, გაეცანით მეგრული კულინარიის საიდუმლოებებს 🍴 და დატკბით ბუნების საოცარი პეიზაჟებით! 🌄🌳
უყურეთ ვიდეოს, იგრძენით ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი მოგზაურობა!
რომელია თქვენი საყვარელი მეგრული კერძი ან ლოკაცია? დაგვიწერეთ კომენტარებში!
#სამეგრელო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality

Address

Zugdidi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Visit Samegrelo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Visit Samegrelo:

Shortcuts

Share