Otar Consulting

Otar Consulting მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებზ?

15/04/2019

არის თუ არა შესაძლებელი აღწერო შენი ბიზნეს იდეა ორ წინადადებაში? ან კიდევ, იდეალურ შემთხვევაში, ერთ წინადადებაში?😮
მიმზიდველად აღწერილი შენი ბიზნეს იდეა უნდა იყოს განსხვავებული, ლაკონური და შეიცავდეს ზუსტ გზავნილებს.☝️👌
მან უმალვე უნდა მიიპყროს პოტენციური დამფინანსებელის/შემფასებლის ყურადღება და ათქმევინოს: ოჰო! ეს საინტერესოა... მოდი, გავიგოთ უფრო მეტი.👏👍
სულ უფრო მეტი საკონსულტაციო კომპანიები და ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ:
👉„თუ შენ არ შეგიძლია ბიზნეს იდეა აღწერო ერთ წინადადებაში, მაშინ ის ბოლომდე ვერ გაგითავისებია“.

როცა მეწარმე აყალიბებს ასეთ კონკურენტუნარიან ბიზნეს იდეას, მან უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:
✅რა არის ჩემი პროდუქტი/სერვისი?
✅რა შეუძლია ჩემს პროდუქტს/სერვისს?
✅რით არის ის განსხვავებული ან უკეთესი?
✅ვინ იქნება ამ პროდუქტის/სერვისის მყიდველი და რატომ?
✅რა ფორმით/გზით იქნება ეს პროდუქტი/სერვისი შეთავაზებული მიზნობრივი ბაზრისათვის?
✅ვინ არიან ჩემი კონკურენტები?

ამ კითხვებზე პასუხის შედეგად ბიზნეს იდეაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს:
✅კომპანია(მეწარმე)
✅მკაფიოდ განსაზღვრული შეთავაზება
✅მიზნობრივი მომხმარებელი/ბაზარი/აუდიტორია
✅პრობლემა/მტკივნეული წერტილი, რომლის მოხსნას პირდები მომხმარებელს
✅ემოციის, გრძნობების გამომწვევი ორიგინალური „გარნირი“,

ახლა განვიხილოთ ერთ-ერთი აბსტრაქტული მაგალითი და ვნახოთ რამდენად შეესაბამება ის მიმზიდველი, კონკურენტუნარიანი ბიზნეს იდეის მოდელს.👉

კომპანია „ჩიჩიტო“ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი, განსაკუთრებულად დამზოგავი ტექნოლოგიით გამომშრალი ხილ-კენკრის ჩირის ასოროტის წასახემსებელ ერთჯერად ულუფებს კონკურენტუნარიანი ფასებით, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდის დღიური მოთხოვნილების 70%-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტებზე და ვიტამინებზე.

👍გარკვეულად ჩანს კომპანიის დასახელება და სპეციალიზაცია
👍ნათლად ჩანს შეთავაზება - წასახემსებელი ჩირის ასორტი
👍ნათლად და მკაფიოდ ჩანს სამიზნე ჯგუფი - მოზარდი, რომელიც შესაძლებელია იყოს სკოლის მოსწავლე, ან კოლეჯის და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი
👍განსაზღვრულია პრობლემა/საჭიროება - მოზარდებისათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის საკომპენსაციოდ ვიტამინებითა და მიკროელემეტებით კარგად დაბალანსებული წასახემსებელი.
👍ორიგინალური „გარნირი“ - კომპანიის პროდუქტი აღძრავს უაღრესად დადებით ემოციებს(საიმედობის, დაცულობის, სარგებლიანობის), რადგან ეკოლოგიურად ჯანსაღი, მაღალი კვებითი ღირებულების წასახემსებელის მცირე ულუფის მიღებით შესაძლებელი ხდება მოზარდის დღიური ნორმის დიდი ნაწილის უზრუნველყოფა აუცილებელ მიკროელემენტებზე და ვიტამინებზე.

ახლა გავიხსენოთ „მკვლელი“ ბიზნეს იდეის ოთხი ძირითადი მაჩვენებელი და განვიხილოთ, რამდენად შესაძლებელია მათი შემჩნევა ზემოთ მოყვანილ მოდელში:
👌ინოვაციურობა - განსაკუთრებულად დამზოგავი ტექნოლოგია
👌უნიკალობა - ჩირის ასოროტის წასახემსებელი ერთჯერადი ულუფები კონკურენტუნარიანი ფასებით
👌პრობლემის მოხსნის უნარი - უზრუნველყოფს მოზარდის დღიური მოთხოვნილების 70%-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტებზე და ვიტამინებზე. ემოციური მუხტი მიზნობრივ მომხმარებელში.
👌მომგებიანობა - ზუსტად განსაზღვრული სამიზნე ჯგუფი - საბაზრო ნიშა, ზრდის პოტენციალით.

ახლა წარმოიდგინეთ შემფასებლის რეაქცია, როდესაც ანალოგიური იდეა ჩამოყალიბებული იქნება ქვემოთ მოცემული სახით, როგორც ამას აკეთებს ბიზნეს იდეის ავტორთა აბსოლუტური უმრავლესობა😔

კომპანია „ჩიჩიტო“ აწარმოებს ხილ-კენკრის ჩირის დაფასოებულ ასორტიმენტს, რომელის გაყიდვა დაგეგმილია ზუგდიდის რეგიონის მაღაზიათა ქსელში. ბაზარზე საშუალო დონის კონკურეციის პირობებში ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავლებს და მაღალ რენტაბელობას.

☝️არ ჩანს ინოვაციურობის მარცვალი
☝️არ ჩანს პროდუქტის უნიკალობა, შეთავაზების უნიკალობა
☝️არ ჩანს ზუსტად განსაზღვრული მიზნობრივი ნიშა და მტკივნეული წერტილები, რომლის მოხსნას შეძლებდა შეთავაზებული პროდუქტი
☝️ზუსტად განსაზღვრული საბაზრო ნიშის გარეშე შეუძლებელია დაასაბუთო სტაბილური შემოსავლების პერსპექტივა.

😞ჩვენს წინაშეა არაფრით გამორჩეული, ორდინალური ბიზნეს იდეა, რომლის გაცნობა არ იწვევს რაიმე ინტერესს ინვესტორში/შემფასებელში. როგორც წესი, ასეთ დოკუმენტი განწირულია „მესამე კალათისათვის“.

ახლა დროა შევაჯამოთ ყველაფერი ის, რასაც თითქმის ათამდე პოსტი მივუძღვენით.

👍ეცადე ჩამოაყალიბო შენი ბიზნეს იდეა მაქსიმუმ 2 წინადადებაში. თუ ამას მოახერხებ ერთი წინადადებით, გაცილებით უკეთესი იქნება. თუ შენ თვითონ აღფრთოვანებული დარჩი საბოლოო ვარიანტით, პირველი ტესტი გავლილი გაქვს.
👍აჩვენე(წაუკითხე, აუხსენი) შენი ბიზნეს იდეა შენს ბავშვს(შვილიშვილს), ბებიას. 💑👩‍❤️‍👩თუ მათ გაიგეს იდეა და მოეწონათ, ჩათვალე, რომ ის მით უმეტეს გასაგები იქნება ექსპერტისთვის.
👍აჩვენე(წაუკითხე, აუხსენი) შენი ბიზნეს იდეა შენს მეგობარს, ახლობელს, რომელსაც ენდობი(არ მოგპარავს იდეას). თუ მან უპრობლემოდ გაიგო შენი ბიზნეს იდეა და გულწრფელად გამოხატა დადებითი ემოციები, ჩათვალე, რომ შენმა იდეამ მორიგი წარმატებული ტესტი გაიარა.
👍ბოლოს, აჩვენე შენი ბიზნეს იდეა შენთვის სანდო ბიზნეს კონსულტანტს/ექსპერტს. თუ მისი დადებითი ექსპერტული შეფასება დაიმსახურე, შეგიძლია თამამად გადახვიდე მის ბიზნეს შესაძლებლობად გარდაქმნაზე - ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბებაზე.

ასეთი ტესტის გავლა აგაცილებს მნიშვნელოვანი რესურსების - დროის, ფინანსების ხარჯვას და რაც ყველაზე მთავარია, აგაცილებს იმედგაცრუებას, თვითრწმენის დაკარგვას.👍

👉მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კარგი ბიზნეს იდეა და ის მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, აზრი აქვს მისი ბიზნეს შესაძლებლობად - ბიზნეს გეგმად- გარდაქმნის პროცესის დაწყებას.

08/04/2019

ამ პოსტში ვისაუბრებთ მკვლელი ბიზნეს იდეის მესამე მახასიათებელზე-პრობლემის გადაჭრის უნარზე. ანუ, როგორც ჩვენ უკვე ხატოვნად ავღნიშნავთ, მესამე ბრილიანტის თვალზე მიმზიდველ ბეჭედში.👍
მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულ (ჩამოყალიბებულ) ბიზნეს იდეაში ის იკითხება როგორც მესამე კომპონენტი, იდეის დაბადება იწყება სწორედ ამ მახასიათებლიდან. ☝️
არ არსებობს მეტ-ნაკლებად წარმატებული ბიზნეს ისტორია, რომელიც არ ეფუძნება მიზნობრივ ბაზარზე მტკივნეული წერტილების არსებობას, გარკვეული ნაპრალის აღმოჩენას მოლოდინსა და არსებულს რეალობას შორის.☝️
არსებობს უამრავი ისტორია, როდესაც მომავალმა მეწარმემ თავის თავზე გამოსცადა ძალიან მწვავე, ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლის გადაჭრის გზები არსებულ რეალობაში ვერ იპოვა.👉
შემდგომი დაკვირვებები მას აჩვენებს, რომ ის მარტო არ არის ამ სიტუაციაში, უამრავი ადამიანი განიცდის ანალოგიურ ტკივილს.😩
ეს მწვავე საჭიროებები/ მტკივნეული განცდები უბიძგებს პოტენციურ მეწარმეს გადაჭრას როგორც საკუთარი, ასევე მოლოდინის რეჟიმში მყოფი პოტენციური მომხმარებლის პრობლემები.👍🤨
ასევე, არის უამრავი მაგალითი, როდესაც მახვილი თვალისა და გონების მქონე ადამიანი ამჩნევს ამ მწვავე საჭიროებებს სხვების მაგალითზე, შემოქმედებითად ეძებს მათი გადაჭრის/დაკმაყოფილების უჩვეულო გზებს და იბადება „მკვლელი“ ბიზნეს იდეა.🔥🎯

ყველა წარმატებული ბიზნეს წამოწყების ისტორია აჩვენებს, რომ მათ საფუძვლად ედო „მკვლელი“ ბიზნეს იდეა, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული მთავარი მახასიათებლებით: ინოვაციურობით, უნიკალობით, პრობლემის მოხსნის უნარით და მომგებიანობით👍

ყველა მათგანს ჰქონდა კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალი, ანუ ზუსტად იდენტიფიცირებული პოტენციური მომხმარებელი, რომელიც მზად იყო დაუყოვნებლივ მიეღო უნიკალური შეთავაზება.👍
ყველაზე წარმატებული ბიზნესები, როგორც წესი, წყვეტენ სპეციფიკურ პრობლემებს ძალიან სპეციფიკური მიზნობრივი ჯგუფებისათვის - მიზნობრივი ნიშებისათვის.🎯
ეს არის თანამედროვე ბიზნესის ტრენდი, რომელიც ორ სიტყვაში შეიძლება გამოვხატოთ - სიმდიდრე ნიშებშია.💲
რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული და უნიკალური მაგალითები, მაგრამ შემდეგი ცუკერბერგის ან ბილი გეიტსის გამოჩენის შანსები არის 0,0000001%-ის მიდამოებში უახლოეს 1-2 წელიწადში. მათი ნიშა პრაქტიკულად შევსებულია.
ამავე დროს, დაკვირვებული, მოწადინებული ადამიანისათვის ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა უნიკალური ნიშის მოსაძებნად.👍
ამის თვალსაჩინო მაგალითია ქვემოთმოყვანილი რეალური ისტორია.☝️👉
ქრისტინა დევისმა ნავმისადგომზე უხერხულად გადმოსვლისას ფეხის ძვალი მოიტეხა.😭 ექიმმა სამედიცინო მანიპულაციის შემდეგ ფიქსაციისათვის ჩააცვა სპეციალური სამედიცინო ფეხსაცმელი (არტახანი), რომელიც უნდა ეტარებია არანაკლებ 6 კვირა.😡
ამავე დროს ეს სპეცფეხსაცმელი იმდენად მოუხერხებელი და შეუხედავი იყო, რომ წარმოუდგენლად მიაჩნდა მომდევნო დღეებში დაგეგმილ შეხვედრებზე და ღონისძიებებზე დასწრება ასეთი „ფეხსაცმელით“.😟
სასწრაფოდ დაიწყო ძიება ინტერნეტში რაიმე ისეთი საშუალებების, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა საჯარო შეხვედრებზე არ დაეფრთხო გარშემომყოფები.

აღმოჩნდა, რომ მილიონობით ადამიანი განიცდიდა იგივე სიტუაციას და ბაზარი მათ რაიმე გამოსავალს ვერ თავაზობდა.🧐
და როგორც ხვდებით, დაიბადა მშვენიერი, „მკვლელი“ იდეა.🔥🎯
ამ იდეის საფუძველზე მან შექმნა სამედიცინო „ფეხსაცმელის“ დასაფარი ულამაზესი წინდებისა და სახვევების გამა.👍
დააფუძნა საწარმო, რომელიც დღესაც ყვავის და შეკვეთები მოსდის მსოფლიოს ნებისმიერი წრტილიდან მის ონლაინ პლატფორმაზე.💲
დაინტერესებულ აუდიტორიას შეუძლია გაეცნოს ამ ძალიან საინტერესო ისტორიას და პროდუქტებს ამ საიტზე: https://www.facebook.com/CastMedicDesigns/

უახლოეს პოსტამდე, სადაც ვისაუბრებთ წარმატებული ბიზნეს-იდეის დაბადების ბოლო მახასიათებელზე - ბიზნეს იდეის მომგებიანობის მაღალ პოტენციალზე.👍

შეუთავსე სასარგებლო სასიამოვნოს, იაქტიურე საკონკურსო კამპანიაში და მიიღე ჯილდო(შეგიძლია დაუთმო შენს მეგობარს).❤️👫🎁
თუ ეს პოსტი ან ბიზნეს გვერდი მოგეწონა და ჩათვალე სასარგებლოდ, არ დაიზარო, გააზიარე მეგობრებში, მათაც ნახონ სარგებელი.❤️🤝

Experience The Healing Power of Fashion! Look & heal your best while recovering from injury with accessories for medical boots http://CastMedicDesigns.com

06/04/2019

ვაგრძელებთ საუბარს ბიზნეს იდეაში მეორე და მესამე აუცილებლი მახასიათებლების - უნიკალური შეთავაზების და პრობლემის მოხსნის ასახვის შესახებ.

ჩემი წინა პოსტის გაცნობის შემდეგ, ვფიქრობ, დარწმუნდით, რომ ცნება უნიკალობა ბიზნესში სულაც არ არის ისეთ საკრალური, როგორიც შეიძლება მოგეჩვენოთ.
ჩვენი ბიზნესის(პროდუქტის/სერვისის) უნიკალობა უმეტესად და ძირითადად შეიძლება აისახოს კონკურენტებისაგან განსხვავებულობით.☝️

მიზნობრივი მომხმარებლისათვის პროდუქტის/ სერვისის უფრო მიმზიდველი სახით მიწოდება და მისთვის მტკივნეული წერტილების მოხსნის შეთავაზება ქმნის მის უნიკალობას.👍☝️
ეს უნიკალური შეთავაზება შეიძლება აისახოს ფასში, ხარისხში, მიწოდების გზებში და ა.შ.
ასეთი სახით პროდუქტის მიწოდებამ მომხმარებელში უნდა გამოიწვიოს დადებითი ემოციები,😊 რომლებიც აღძრავს დაცულობის, საიმედობის, კმაყოფილების და სხვა მსგავს გრძნობებს.😊❤️👌
ეს არის გარანტი კმაყოფილი, ლოიალური მომხმარებლის მოზიდვის და გამრავლების ფორმულა.👌
განვიხილოთ ერთი სახასიათო მაგალითი.👉

ახალგაზრდა დედა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ყავდა კვებითი ალერგიული ფონით, მუდმივად იდგა საკვების შერჩევის პრობლემის წინაშე. მზა ან ნახევარფაბრიკატის სახით არსებული საკვები პროდუქტები, რომელსაც თავაზობდა ბაზარი ბავშვებისათვის, ხშირად იწვევდა ალერგიული ფონის გამწვავებას. 😔

უაღრესად შეწუხებულმა დედამ დაიწყო გამოსავალის ძებნა.☝️ მან ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე შეიმუშავა საკუთარი რეცეპტები ბავშვების კვებისათვის. თვითონ დაიწყო საკვების მომზადება ეკოლოგიურად სუფთა, ალერგიის გამოწვევის რისკისაგან თავისუფალი ინგრედიენტებისაგან.
თვალსაჩინო და მყარი დადებითი ეფექტები მოკლე ხანში გამოჩნდა.👍
დედამ მისი გამოცდილება გაუზიარა მსგავის პრობლემების მქონე ნაცნობებს და დაიბადა იდეა.🔥💫 დამატებითი, მარტივი კვლევები და სტატისტიკური მონაცემები ადასტურებდა, რომ მათ გეოგრაფიულ არეალში მრავლად იყო მსგავსი „მტკივნეული წერტილების“ მქონე ახალგაზრდა ოჯახები.☝️👍

ბიზნეს იდეა მდგომარეობდა შემდეგში: შეექმნათ მცირე საწარმო, რომელიც სპეციალიზებული იქნებოდა კვებითი ალერგიული ფონის მქონე ბავშვების ოჯახებისათვის საკვების მიწოდებაზე. ☝️👍
იდეამ გაამართლა და ახლად დაფუძნებული კომპანია სწრაფად გაიზარდა და ამაჟამადაც ყვავის - შეკვეთებს ვერ აუდიან და მუდმივად ფართოვდებიან.👍👍👍

დასკვნის სახით. კომპანიონმა დედებმა პრაქტიკულად ყველაფერი სწორად გააკეთეს:
👉მათ თავის თავზეს გამოსცადეს მტკივნეული პრობლემა და აღმოაჩინეს, რომ მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახები მიზნობრივ ბაზარზე მრავლად არის.
👉მათ აირჩიეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონკურენტებისაგან განსხვავებული, ინოვაციური გზა „მტკივნეული წერტილის“ მოსახსნელად.
👉მიზნობრივ მომხმარებელს გაუკეთეს უნიკალური შეთავაზება, რომელიც იწვევდა ემოციებს და დედისათვის ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას - ბავშვის დაცულობას🙏
👉მარტივი, მცირებიუჯეტიანი კვლევების საფუძველზე განსაზღვრეს, რომ მათი პროდუქტი და მომსახურება დასაწყისშივე მოიზიდავდა მნიშნელოვანი მოცულობის მომხმარებელს და მუდმივად მზარდი იქნებოდა.
ეს ქმნიდა მათი ბიზნესის გრძელვადიან პერიოდში მუდმივად მზარდი შემოსავალის და მყარი რენტაბელობის გარანტიებს.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, კომპანიონმა დედებმა ჩამოაყალიბეს ძალიან მიმზიდველი ბიზნეს იდეა ყველა აუცილებელი მახასიათებლით: ☝️👍
• ინოვაციურობა;
• უნიკალური შეთავაზება მიზნობრივი ბაზრისათვის;
• მტკივნეული წერტილების მოხსნის თვალსაჩინოება;
• ბიზნესის მყარი რენტაბელობა გრძელვადიან პერიოდში.

ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ შექმნეს თვალწარმტაცი ბეჭედი ოთხი უმშვენიერესი ბრილიანტის თვალით, რომელიც აუქციონზე წარმოუდგენლად მაღალ ფასად გაიყიდა.👍

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომპანიის დამფუძნებლებმა ასეთ მიმზიდველ ბიზნეს იდეაზე აგებული ბიზნეს გეგმის საფუძველზე მიიღეს დაფინანსება უაღრესად ხელსაყრელი პირობებით, ე.წ. „ანგელოზი ინვესტორებისაგან“.👏👍

☝️👍უახლოეს პოსტამდე, სადაც ვისაუბრებთ ნებისმიერი წარმატებული ბიზნეს-იდეის დაბადების საწყის წერტილზე - მიზნობრივი მომხმარებლის პრობლემების (მტკივნეული წერტილების) ანალიზის მნიშვნელობაზე. აქედან იწყება იდეის დაბადება და განვითარება.

თუ ეს პოსტი ან ბიზნეს გვერდი მოგეწონა და ჩათვალე სასარგებლოდ, არ დაიზარო, გააზიარე მეგობრებში, მათაც ნახონ სარგებელი.🤝❤️

შეუთავსე სასარგებლო სასიამოვნოს, იაქტიურე საკონკურსო კამპანიაში და მიიღე ჯილდო(შეგიძლია დაუთმო შენს მეგობარს).🎁❤️

05/04/2019

მეგობრებო, ამ და მომდევნო რამდენიმე პოსტში, მე შევეცდები გაგიადვილოთ თქვენს ბიზნეს იდეაში უნიკალობის ელემენტის/მახასიათებლის შეტანა.
ანუ, ჩავსვათ მეორე ბრილიანტის თვალი ბეჭედში.👍👌
დავიწყოთ ისევე, როგორც ინოვაციურობის შემთხვევაში, ტერმინის - უნიკალობის დემისტიფიკაციით. 😊

უნიკალობა ბიზნეს იდეაში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ რაღაც სრულიად ახალი, „ჯერ არნახული, არგაგონილი“ პროდუქტი ან მომსახურება.👏
უნიკალობის ძირითადი არსი განსხვავებაშია☝️ - უკვე ცნობილი/არსებული პროდუქტის/სერვისის კონკურენტებისაგან განსხვავებულად მიწოდებაში.

გავიხსენოთ ისევ საყოველთაოდ ცნობილი მაგალითი. Uber-მა კლიენტებს მიზნობრივ ბაზარზე, პირველმა შესთავაზა ტაქსით ტრადიციული მომსახურებისგან სრულიად განსხვავებული, ანუ უნიკალური ვერსია - ტაქსი თქვენს ფეხებთან 5 წუთის განმავლობაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ის ოპერირებს.👍👌
რა თქმა უნდა, მას უკვე ყავს მიმბაძველები, მაგრამ მუდმივი ინოვაციებით და უნიკალური შეთავაზებებით, ის ამ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.👍

ახლა დავეშვათ მიწაზე და განვიხილოთ ერთი დაკვირვებული, გონიერი მეწარმის წარმატებული სტარტი მცირე ბიზნესში.🙂

ახალგაზრდას ჰქონდა ტერფის ორთოპედიული პრობლემები და ბაზარზე არსებული ე.წ. საფენებით ამ პრობლემას ვერ აგვარებდა. 😔
მცირე კვლევების(გამოკითხვების) და სტატისტიკური მონაცემების საშუალებით გაარკვია, რომ ანალოგიური პრობლემები ჰქონდა უამრავ ადამიანს.☝️☝️
მან გადაწყვიტა ინდივიდის სპეციფიკურ ორთოპედიულ მოთხოვნებზე მორგებული საფენების წარმოება.👍

ახალგაზრდამ შეისწავლა 3D ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პრინტერებით ამ საფენების წარმოების უნარ-ჩვევები და დააფუძნა მცირე, მაგრამ მაღალტექნოლოგიური საწარმო.👍
წამოწყება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მან დაამატა უკვე პლაჟის სანდლების წარმოება და სულ მოკლე ხანში გახდა ამ მიზნობრივი ბაზრის ლიდერი. 👍👌
უამრავი ანალოგიური მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო მახასიათებელი: მომხმარებლის „მტკივნეული წერტილების“ აღმოჩენა და მათი მოხსნის უნიკალური შეთავაზება, კონკურენტებისაგან განსხვავებული.👍👌

მომხმარებლისათვის უნიკალური შეთავაზების ფაქტორები შეიძლება გახდეს შენი პროდუქტის/სრვისის ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა: ფასი, ხარისხი, დამატებითი მომსახურება, ინოვაცია.☝️

ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ინოვაციურობაზე დაფუძნებული უნიკალური შეთავაზება მომხმარებლისათვის - ხარისხი და საიმედობა.👍👌
იდეალურია, როდესაც შეგიძლია მიზნობრივ მომხმარებელს შესთავაზო პროდუქტი/სერვისი, რომელიც ყველა ძირითადი მახასიათებლის კომბინაციით იქნება წარმოდგენილი.👍
ეს იდეალურ შემთხვევაში, მაგრამ კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებლის შესაძენად/ შესანარჩუნებლად აუცილებელია თუნდაც რომელიმე მახასიათებლის უნიკალობა/განსხვავებულობა.☝️
ეს უნიკალური შეთავაზება უნდა იწვევდეს ისეთ ემოციებს და გრძნობებს, რომელსაც ის შენი კონკურენტებისაგან ვერ ან არასაკმარისი დოზით ღებულობს.😮🥰😊
ეს ეს განასხვავებს შენს ბიზნესს კონკურენტებისაგან. 👍👌
ახლა მცირედით შევისვენოთ მომავალ პოსტამდე, სადაც საუბარი გვექნება მიზნობრივ მომხმარებლამდე შენი უნიკალური შეთავაზების მიტანის გზებზე/მეთოდებზე.😀
თუ ეს პოსტი ან ბიზნეს გვერდი მოგეწონა და ჩათვალე სასარგებლოდ, არ დაიზარო, გააზიარე მეგობრებში, მათაც ნახონ სარგებელი.🤝❤️

01/04/2019

ახლა, ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო შევაჯამოთ ყველაფერი ის, რაზედაც ვისაუბრეთ პოსტების სერიაში ინოვაციურობის ელემენტის მნიშვნელობაზე ბიზნეს იდეაში.
წარმოიდგინეთ თვალწარმტაცი, ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი(ვისთვის პლატინა) მინიმუმ ოთხი, ერთმანეთზე უკეთესი ბრილიანტის თვალით😮

ინოვაციის თუნდაც მარცვალი👉უნიკალობა👉პრობლემის მომხსნელი👉მომგებიანი

აი, ასეთი მიმზიდველი უნდა იყოს შენი ბიზნეს იდეა იდეალურ შემთხვევაში - რაც უფრო ახლოს იქნები ამ იდეალთან, მით უკეთესი.👍
და კიდევ უმთავრესი: ამ ბიზნეს იდეაში ძალიან მკაფიოდ უნდა ჩანდეს, თუ ვისთვის აკეთებ ყველაფერ ამას - ანუ შენი მიზნობრივი ბაზრის უნიკალური ნიშა.

რაც უფრო სპეციფიკური და უნიკალური იქნება ეს ნიშა, მით უფრო წარმატებული იქნება შენი წამოწყება.👍
ეს არის თანამედროვე ბიზნესის ყველაზე ეფექტური ტრენდი.☝️
გაიხსენე იგავი მოხუცზე, ბიჭსა და ვირზე(ჩემი პროფილის პოსტი) და მისი მორალი - ნუ ეცდები ყველას ასიამოვნო.😀☝️
ახლა წარმოიდგინე შენი ბიზნეს განაცხადი/ბიზნეს გეგმა, რომელიც იწყება ასეთი მიმზიდველი, ერთ წინადადებაში(მაქსიმუმ პატარა პარაგრაფში) ჩამოყალიბებული „მკვლელი“ ბიზნეს იდეით. 😯დარწმუნებული იყავით, თქვენი ბიზნეს გეგმა „პირველ კალათაში“ მოხვდება.👍🤝
როგორი უნდა იყოს ასეთი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბების ფორმულა?

ინოვაციურობის ელემენტი 👉 ინოვაციურობის მახასიათებელზე დაფუძნებული უნიკალური შეთავაზება მიზნობრივი მომხმარებლისათვის 👉 „მტკივნეული წერტილების“(პრობლემის) მოხსნის მკაფიო გზავნილი 👉 ლოიალური მომხმარებელი და სტაბილურად მომგებიანი ბიზნესი.🎁💲

ახლა კი შეპირებული შეჯამება და დასკვნები იმ საუბრებისა, რომელიც მივუძღვენით „მკვლელი“ ბიზნეს იდეის უმთავრესი ელემენტის - ინოვაციურობის განხილვას:
✔️ბიზნეს ინოვაცია არ ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა შექმნა რაღაც ახალი. ბიზნეს ინოვაცია უფრო ხშირად და უმთავრესად არის რაღაც ძველის ან არსებულის გაუმჯობესება.

✔️ბიზნეს ინოვაციას შეუძლია გახადოს შენი ბიზნესი უნიკალური.

✔️ბიზნეს ინოვაცია არის ჯანმრთელი ბიზნესის დაუსრულებელი, მუდმივი პროცესი.

✔️ბიზნეს ინოვაცია საჭიროებს კრეატიულობას. ლოგიკა ამ შემთხვევაში ყოველთვის არ არის კარგი მრჩეველი. ტიპიური ქცევები და დამკვიდრებული სტანდარტები, ცვლილებების შიში არის ინოვაციის ყველაზე დიდი მტერი.

✔️შენი ყველაზე უკეთესი მრჩეველი, მეგობარი და ინოვაციური იდეების წყარო არის უკმაყოფილო მომხმარებელი(შენი თუ კონკურენტის) თავისი „მტივნეული წერტილებით“, პრობლემებით, იმედგაცურებით.

✔️საბოლოო ჯამში, ბიზნესში ინოვაციის ელემენტი(კომპონენტი), როგორც წესი, ზოგავს დროს და ფინანსებს, გაძლევს კონკურენტულ უპირატესობას ზრდისათვის და ბაზარზე ადაპტირებისათვის.

✔️ბიზნეს ინოვაცია შეიძლება იყოს რევოლუციური ან ევოლუციური.☝️

✔️რევოლუციურმა ბიზნეს ინოვაციამ(რადიკალურმა ინოვაციამ) შეიძლება გამოიწვიოს დრამატული ცვლილებები როგორც პროდუქტის, სერვისის და პროცესის თვალსაზრისით, ასევე არსებულ ან დაგეგმილ ბიზნეს მოდელში. 💫🛸🚀

✔️ევოლუციური ბიზნეს ინოვაცია მოიცავს შედარებით პატარა, თანმიმდევრულ გაუმჯობესობებს, რომლებიც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იწვევს ისეთ დრამატულ ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლია კომპანია ან ბაზარი მიიყვანოს ახალ პარადიგმამდე.

✔️შესაძლებლობები და სივრცე ინოვაციისათვის ბიზნესში მუდმივად არსებობს. არ არსებობს პროდუქტი, სერვისი, პროცესი, რომლის მეტ-ნაკლება გაუმჯობესება არ შეიძლება.☝️👍
უბრალოდ, მოსაძებნია მომხმარებლის მტკივნეული/ტკივილის/წუხილის წერტილები შენი ან კონკურენტის პროდუქტის მიმართ.

✔️თუ ბაზრის ის ნაწილი, რომელსაც შენი ბიზნესი მიეკუთვნება, არ არის კმაყოფილი არსებული შეთავაზებებით, წარმოადგენს ინოვაციის მძინარე შესაძლებლობას.☝️👍
აქედან გამომდინარე, ყოველი პრობლემა და კრიზისი, რომელიც ხვდება პროდუქტს ბაზარზე, არის ინოვაციის და შესაბამისად წარმატების შესაძლებლობა.👍

ახლა მინდა შემგთავაზოთ ძალიან სასარგებლო ვიტამინები გონებისათვის - გენიალური ფრაზები გენიალური ადამიანებისაგან, ბიზნესის კლასიკოსებისა და ექსპერტებისაგან. 🙂👍👌

ინოვაცია არ არის ლოგიკურად ფიქრის პროდუქტი, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი გადაბმულია ლოგიკურ სტურქტურაზე. ალბერტ აინშტაინი.

ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. ფანტაზია კი ყველგან წაგიყვანს. ალბერტ აინშტაინი.

გენიალურობა სიმარტივეშია. ალბერტ აინშტაინი.

არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა. ალბერტ აინშტაინი.

თუ შენ გსურს რაიმე ახალი, უნდა შეწყვიტო ძველებურად კეთება. პიტერ დრაკერი.

გაზომვა თუ შესაძლებელია, გაუმჯობესებაც შესაძლებელია. პიტერ დრაკერი.

სწორი რაღაცის კეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდერე რაღაცის სწორად კეთება. პიტერ დრაკერი.

შენი ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელი არის სწავლის საუკეთესო წყარო. ბილ გეიტსი.

წარმატების საიდუმლო ჩვეულებრივი რამის არაჩვეულებრივად კეთებაშია. ჯონ როკფელერი.

ინოვაცია განასხვავებს ლიდერს მიმბაძველისაგან. სტივ ჯობსი.

ის, ვინც კითხვას სვამს, 5 წუთითაა სულელი. ხოლო, ის ვინც კითხვას არ სვამს, სამუდამოდ რჩება სულელი. ჩინური ანდაზა.

გინდა გაიგო, რა სურს შენს მომხმარებელს? ჰკითხე. არ ილაპარაკო. ლაიზა სტოუნი.

პატარა შესაძლებლობა ხშირად დიდი წამოწყების დასაწყისია. დემოსთენე.

ნუ ივლი გაკვალული გზით, არამედ იარე გაუკვალავი გზით და დატოვე ნაკვალევი. ემერსონი.

აუცილებლობა არის ინოვაციის დედა. ანონიმი.

ინოვაცია არის შესაძლებლობა, იდეა გარდაქმნა ჩეკებად. ლ. დუნკანი

კრეატიულობა არის რაღაცის მოფიქრება. ინოვაცია არის ამ რაღაცის კეთება. თეოდორ ლევიტი.

არაფერი არ მუშაობს უკეთესად, ვიდრე შენი პროდუქტის გაუმჯობესება. ჯოელ სპოლსკი.

მომავალ პოსტამდე, სადაც შემოგთავაზებთ ბიზნეს იდეის მეორე მახასიათებლის - უნიკალობის შესახებ საუბრების სერიას.👍🤝❤️
თუ ეს პოსტი მოგეწონა და ჩათვალე სასარგებლოდ, არ დაიზარო, გააზიარე მეგობრებში, მათაც ნახონ სარგებელი.🤝❤️

30/03/2019

ამ პოსტში ინსპირაციისა და ინოვაციურობის დემისტიფიკაციის მიზნით, განვიხილოთ რამდენიმე რეალური, ნამდვილი ისტორია.👍👍
საყოველთაოდ ცნობილია, რომ საკვები პროდუქტების უმრავლესობა, ასევე მედიკამენტები ძალიან მგრძნობიარეა სინათლის(შუქის მიმართ).
სინათლის შუქზე ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად დრამატულად მცირდება მათი კვებითი თუ სამკურნალო ღირებულება/ეფექტი, მოხმარების ვადა და საზიანოც შეიძლება გახდეს.😲
ამიტომ ასეთ პროდუქტებს ათავსებენ შუქისაგან დამცავ ტარაში/შეფუთვაში, რომელიც ხშირად სრულიად გაუმჭვირვალე ან დაბურულია.
ასეთი შეფუთვა ხშირ შემთხვევაში არ აძლევს საშუალებას მომხმარებელს ვიზუალურად შეაფასოს შიგთავსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის ყიდვის გადაწყვეტილების პროცესში. 😡
ეს სიტუაცია ზოგჯერ მომხმარებლისათვის ემსგავსება შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში.😁
არის პრობლემა? არის ეს „მტკივნეული წერტილი“? რა თქმა უნდა, არის.😠
მეორე პრობლემა, იგივე პროდუქტების შემთხვევაში, არის მარეგულირებლების სულ უფრო გამკაცრებული სტანდარტები ეტიკეტირების სფეროში.
ეს გამკაცრებული სტანდარტები მოითხოვენ სულ უფრო მეტი ინფორმაციის დატანას შეფუთვაზე.
მცირე პარტიების(მცირე ზომის შეფუთვის) შემთხვევაში სიტუაცია დრამატული ხდება და მწარმოებელს უხდება კომპრომისზე წასვლა მომხმარებლის საზიანოდ - სულ უფრო წვრილი შრიფტის გამოყენება, რომელიც პრაქტიკულად არ იკითხება შეუიარაღებელი თვალით და ფორმალობას ემსგავსება.😡
ესეც მეორე შავი კატა ბნელ ოთახში და მეორე „მტკივნეული წერტილი“.😠
როდესაც მიზნობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ასეთი პრობლემები, „მტკივნეული წერტილები“იქმნება, დაკვირვებული და კრეატიული მეწარმისათვის ეს ნამდვილი ოქროს საბადოა. 👍👍
სწორედ ამ „კრიზისით“ ისარგებლა ერთ-ერთმა კომპანიამ და წარმოუდგენლად მარტივი და ამავე დროს ეფექტური და უჩვეულო გზა გამონახა მომხმარებლისათვის ამ „მტკივნეული წერტილების“ მოსახსნელად.🙂👍
ამ კომპანიამ შექმნა შეფუთვის დიზაინი, რომელსაც შიგთავსის დასანახად ჰქონდა გარკვეული გამჭვირვალე ფართობი შეფუთვაზე, მაგრამ ამავე დროს ის დაფარული იყო კომფორტულად მოძრავი ნაწილით. შეფუთვის ეს მოძრავი ნაწილი სხვა და სხვა სახის პროდუქტისათვის და განსხვავებული შეფუთვისათვის არის ადექვატური ზომის და კონსტრუქციის(მოძრავი ნაწილი გაიწევა/გასრიალდება ზევით, ქვევით, გვერდზე, ან არის თვითწებადი).👍
მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანიამ ორი კურდღელი დაიჭირა ერთდროულად:
👍მომხმარებელს მისცა შეფუთვის შიგთავსის(პროდუქტის) ვიზუალურად დათვალიერების და შეფასების საშუალება
👍გაზარდა(ან შეინარჩუნა) შეფუთვაზე მინიმალურად აუცილებელი ფართობი სრულყოფილი ინფორმაციის დასატანად და სტანდარტი დაიცვა
👍კონკურენტებისაგან განსხვავებით, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღსაქმელად/წასაკითხად უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლისათვის.

ამ ინოვაციით კომპანიამ მინიმუმ ერთი ნაბიჯით გაასწრო კონკურენტებს და დამატებით შეიძინა ლოიალური მომხმარებელი, რომელსაც ძალიან ეფექტურად მოუხსნა გაურკვევლობის, არაინფორმირებულობის პრობლემა. ამავე დროს თვითონ მოიხსნა ეტიკეტირების სტანდარტების დაცვის პრობლემა.👍👍👍

მეორე მაგალითი.

ერთი აფრო-ამერიკელი ქალბატონი, თავის თავზე და სხვა აფრო-ამერიკელებზე დაკვირვების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ბაზარზე არსებული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები არ შეესაბამებოდა აფრო-ამერიკელების(ზოგადად, ნეგროიდული რასის) სპეციფიკურ საჭიროებებს.😔

არსებობდა „მტკივნეული წერტილები“,😭 რომლებსაც ბაზარზე საყოვეთაოდ გავრცელებული ეს პროდუქტები თუ სერვისები ვერ ხსნიდა.
ამ დაკვირვებულმა ქალბატონმა შექმნა კოსმეტიკური და თავის მოვლის ისეთი საშუალებების ხაზი(გამა), რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური ნეგროიდული რასის წარმომადგენლებისათვის.👍
პროდუქტების ეს გამა ითვალისწინებდა მოსახლეობის ამ სეგმენტის სპეციფიკას(კანის და თმის სტრუქტურა და ნიუანსები) და ზუსტად პასუხობდა ამ „მტკივნეული წერტილებს“.🙂
არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ ქალბატონის მიერ დაფუძნებული კომპანია დღესაც ყვავის.👍

კრეატიულობის, ინოვაციურობის უამრავი მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია დაკვირვებულ, ცნობისმოყვარე გონებას. 👍
მომავალ პოსტამდე, სადაც შემოგთავაზებთ დასკვნებს ინოვაციურობის თემაზე და ძალიან, ძალიან საინტერესო ინსპირაციულ გამონათქვამებს გენიალური ადამიანებისაგან. 🤝❤️

28/03/2019

გთავაზობთ პოსტის გაგრძელებას, რომლის პირველი ორი ნაწილი მიეძღვნა ინოვაციურობის ელემენტის(კომპონენტის, მახასიათებლის) მნიშვნელობას ბიზნეს იდეის წარმატებით განვითარებისათვის.
მინდა გაგამხნევოთ.😀 თუ თქვენთვის სიტყვა/ცნება - ინოვაციურობა - იწვევს რაღაც მაგიურის, შეუძლებელის გრძნობას;😮 ფიქრობთ, რომ თქვენს ბიზნეს იდეაში გაგიჭირდებათ ამ უმნიშვნელოვანესი მახასიათებლის შეტანა, გარწმუნებთ, სულაც არ არის ასე.
👍ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე გგონია. ყველაზე ეფექტური ხერხი, შეამჩნიო ინოვაციურობის შესაძლებლობა შენს ბიზნეს იდეაში, არის წარმოიდგინო თავი მომხმარებლის როლში. იყავი დაკვირვებული და ცნობისმოყვარე.🤔
ახლა ამ დაკვირვებული თვალებით და ცნობისმოყვარე გონებით შეხედე იმ პროდუქტს(პროდუქტებს) ან სერვისს(სერვისებს), რომელსაც ღებულობ პრაქტიკულად ყოველდღიურად (ან პერიოდულად) და დასვი სწორი კითხვები:❓❓❓❓
• არის კი ეს პროდუქტი(სერვისი) ისეთი, როგორსაც მოველოდი?
• რამდენად შეესაბამება ამ პროდუქტის(სერვისის) ხარისხი გადახდილ ფასს?
• რამდენად სწრაფად მომიხსნა ამ პროდუქტმა(სერვისმა) პრობლემა(„მტკივნეული წერტილი“)?
• რა ემოცია გამოიწვია ამ პროდუქტმა(სერვისმა) ჩემში?
• დავზოგე დრო ან ფული მის შეძენაში?
• შესძინა რამე ამ ამ პროდუქტმა(სერვისმა) ჩემს სოციალურ სტატუსს?
• ცხოვრება გამიმარტივა?
• შეამცირა რისკები?
• რას გავაუმჯობესებდი, რას შევცვლიდი, რას დავამატებდი?
• და უამრავი სხვა რელევანტური კითხვები

დარწმუნებული ვარ, ასეთ „სავარჯოშოს“ თუ ხშირად შეასრულებთ, აუცილებლად შეამჩნევ ამ პროდუქტებში(სერვისებში) გაუმჯობესების შესაძლებლობებს - მცირეს თუ მნიშვნელოვანს.
სწორედ ეს არის ინოვაციურობის შესაძლებლობების დანახვა. 👍
ახლა, წარმოიდგინე შენს მიზნობრივ ბაზარზე მოქმედი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონკურენტების პროდუქტი(სერვისი) და დაუსვი შენს თავს ორი ძირითადი/მთავარი კითხვა, რომლებიც თავის თავში მოიცავს სხვა შესაძლო დამაზუსტებელ კითხვებს:❓❓1. რატომ შეიძლება იყოს ჩემი პროდუქტი/სერვისი განსაკუთრებული, გამორჩეული?
• რამდენად უკეთესია ჩემი გადაწყვეტა ვიდრე არსებული?
• არის(იქნება) ჩემი პროდუქტი/სერვისი უფრო სწრაფი, იაფი ან სასურველი?
• იქნება ეს უპირატესობები საკმარისი იმისათვის, რომ მიზნობრივმა მომხმარებელმა ჩემი პროდუქტი/სერვისი არჩიოს კონკურენტის ანალოგს?
• სხვა, დამატებითი რელევანტური კითხვები
2. რატომ მაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩემი იდეა მიიღოს მიზნობრივმა ბაზარმა?
• რატომ ხარ შენ(შენი გუნდი) შენს კონკურენტებზე უკეთესი?
• არის შენი(შენი გუნდის) ტექნოლოგია, ექსპეტული ცოდნა, გამოცდილება საუკეთესო?
• რა გაძლევს უდავო უპირატესობას შენს კონკურენტებზე?
• სხვა, დამატებითი რელევანტური კითხვები

თუ შენ ამ კითხვებს რეგულარულად უპასუხებ როგორც მომხმარებელის როლში, ასევე, როგორც ბიზნეს იდეის ავტორი, აუცილებლად მოძებნი გზას, შენს ბიზნეს იდეაში ჩადო ინოვაციურობის თუნდაც მარცვალი. 👍
ეს მარცვალი შეიძლება გახდეს შენი ბიზნესის(ან ცალკეული პროდუქტის) უნიკალობის(ან უნიკალური შეთავაზების) საფუძველი - წარმატებული ბიზნეს იდეის მეორე მთავარი მახასიათებელი. 👍

ამჯერად აქ შევისვენოთ☺️ და ამ თემაზე საუბარის გაგრძელებას შემოგთავაზებთ უახლოს პოსტში, სადაც კონკრეტულ, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით მოვახდენთ ამ ცნებების დემისტიფიკაციას.
გაჩვენებთ, თუ რა შეუძლია შენს დაკვირვებულ, ცნობისმოყვარე თვალს და გონებას.🤨
თუ ეს პოსტი მოგეწონა და ჩათვალე სასარგებლოდ, არ დაიზარო, გააზიარე მეგობრებში, მათაც ნახონ სარგებელი.🤝❤️

27/03/2019

ახლა ისევ ინსპირაციისათვის.😃
აბა, თუ გამოიცნობთ უძველესი პროფესიების/ მომსახურების სახეებს. პირველი, სავარაუდოდ ყველამ ვიცით,😁 ეჭვი მაქვს, რომ მეორეც იცით(მე თავად დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას).👍
აი, მესამე და შემდგომი სიძველის სერვისებიზე/ პროდუქტებზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ნივთების გაგზავნა-გამოგზავნა და სატრანსპორტო საშუალებებით მომასახურებაც რომ ერთ-ერთი უძველესი სერვისებია, ამაში ალბათ დამეთანხმებით.

ახლა გავიხსენოთ, კაცობრიობის ისტორიაში ეს უძველესი და ტრადიციული სერვისები რა სიმაღლეზეა ამჟამად, ინოვაციური მიდგომების შედეგად.
ავიღოთ ყველასათვის ცნობილი საფოსტო/საამანათო კომპანიის “FedEx”-ის მაგალითი. ამ კომპანიამ პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სერვისი - არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში ამანათების დანიშნულების ადგილზე მიტანა გარანტირებულად, საიმედოდ და კომფორტულად კონკურენტუნარიანი ფასებით.👍👍
ეს იყო სრული სიახლე მიზნობრივ ბაზარზე, რომელმაც საშუალება მისცა კომპანიას შეენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია, ხოლო მომხმარებელმა მიიღო განუზომლად მეტი კომფორტი და სარგებელი.

როგორ შეძლო ეს “FedEx”-მა? მას არ გაუკეთებია რაიმე გამოგონება ან აღმოჩენა, უბრალოდ ახლებურად გამოიყენა იმ მომენტისათვის არსებული უახლესი ტექნოლოგიები(ტელესაკომუნიკაციო, ციფრული, პროგრამული და ა.შ) და სატრანსპორტო საშუალებები(საჰაერო, სახმელეთო) და წარმოუდგენლად სწრაფი და საიმედო გახადა ეს სერვისი.👍

იგივე შეიძლება ითქვას, სატრანსპორტო საშუალებებით(ტაქსით) მომსახურების კომპანია Uber-ზე, რომელიც თანდათნ იპყრობს მსოფლიო ბაზარს და მომხმარებელს მობილურ აპლიკაციაზე ერთი ღილაკის მეშვეობით სთავაზობს მანამდე წარმოუდგენლად კომფორტულ სატრანსპორტო სერვისს - შეკვეთიდან არაუმეტეს 5 წუთში თქვენს ფეხებთან შეჩერდება ტაქსი, რომელიც სრულიად კონკურენტულ ფასებში მოგემსახურებათ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში.
ამ კომპანიამაც ყოველგვარი გამოგონებებისა და აღმოჩენების გარეშე ნოვატორულად, კრეატიულად გამოიყენა ამ მომენტისათვის არსებული უახლესი ტექნოლოგიები და სატრანსპორტო საშუალებები.

მრავალი ასეთი საყოველთაოდ ცნობილი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ერთი წუთით დავეშვათ მიწაზე და შემგომ პოსტებში განვიხილოთ ძალიან სახასიათო და მარტივი მაგალითები, რომელიც გვიჩვენებს ერთი შეხედვით, სრულიად მარტივი კრეატიული ცვლილების ეფექტურობას ჩვენს მიზნობრივ, ლოკალურ ბაზარზე.

მორიგ პოსტამდე.🤝
თუ ეს პოსტი მოგეწონა და ჩათვალე სასარგებლოდ, არ დაიზარო, გააზიარე მეგობრებში, მათაც ნახონ სარგებელი.🤝❤️

Address

29, Gamarjveba Str
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995599502523

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Otar Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Otar Consulting:

Share