Tarji-Man

Tarji-Man ყველაფერი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის აპლიკაციასა და ინტერვიუზე ირლანდიაში

⛔️⛔️⛔️ გთხოვთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან უკვე ყველა ზღვარს სცილდება ზოგიერთი ისტორიის (ქეისების) შემდგ...
28/11/2023

⛔️⛔️⛔️ გთხოვთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან უკვე ყველა ზღვარს სცილდება ზოგიერთი ისტორიის (ქეისების) შემდგენელისა და საბუთების გამყალბებლების საქციელი ❗️

ბევრი ადამიანი მწერს უკვე, ვწერ თუ არა ისტორიებს (ქეისებს) და აქვე ვამბობ რომ არ ვწერ და არც არასოდეს დავწერ. ვინაიდან, ჩემთვის ფიზიკურად შეუძლებელია ერთმა ადამიანმა მოვიგონო იმდენი და ისეთი დამაჯერებელი ისტორია, რომ ამხელა სისტემა დავაჯერო ტყუილში. შეიძლება ზოგადი რჩევა მივცე, რასაც ისედაც ვაკეთებ თითქმის ყოველდღიურად მესინჯერში, მოხალისეობრივად.

ახლა რაც შეეხება მთავარ სათქმელს: თითქმის ყოველ დღე მოდიან ადამიანები ინტერვიუზე IPO-ში, ვისაც მომენტალურად ეტყობა, რომ ისტორია არის ისტორიის (ქეისი) შემდგენელის მიერ დაწერილი, შემდეგ ნასწავლი. ხშირად არც ისტორიაა ლოგიკურად დალაგებული სამწუხაროდ და არც ნასწავლია ისე, რომ აპლიკანტი თავდაჯერებული იყოს. თავისუფლად შემიძლია დავყო აპლიკანტები იმის მიხედვით, თუ ვის დაუწერა ისტორია ერთი და იგივე ადამიანმა.

რა არის ამ ისტორიების ძირითადი პრობლემები?

1. ისტორიების შინაარსი ძირითადად ერთი და იგივეა და შეცვლილია მხოლოდ ლოკაციები და სახელები.
2. არაა დალაგებული ლოგიკურად და ამოვარდნილია რეალობიდან.
3. არადამაჯერებელია არაპროფესიონალისთვისაც კი.
4. რამდენიმე კითხვა სჭირდება ოფიცერს იმისათვის, რომ დაადგინოს ტყუილი ან მინიმუმ არ დაიჯეროს ისტორია.
5. პირდაპირ ვამბობ, გაგებაში არაა უმრავლესობა ,,მწერლისა" რა ხდება ინტერვიუზე, თავად ალბათ ერთხელ არიან ნამყოფები და ისეთ აბსურდულ რჩევებს იძლევიან, რაც არც რელევანტურია, არც შესაბამისი და კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს.

განსაკუთრებით ეხება საქმე რელიგიურ, პოლიტიკურ, სექსულური და რელიგიური უმცირესობების ქეისებს და ვალებს. 150-მდე ინტერვიუს გამოცდილება მაქვს უკვე და უმრავლესობა შედგენილი ქეისებისა, ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ოფიცერი დარწმუნდეს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დაკმაყოფილების საჭიროებასა და აუცილებლობაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საბუთების გამყალბებლების საკითხი. ძალიან ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დოკუმენტი ყალბია და აპლიკანტები ამტკიცებენ რომ ეს ყველაფერი რეალურია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამხელა სისტემა მოატყუოთ 50 ევროდ გაცემული ცნობით, რომელსაც ფოტოშოპის კვალი ეტყობა და რომელიც რატომღაც მხოლოდ მას მერე მოიპოვეთ, რაც კითხვარი შეავსეთ. არანაირად არ განვიკითხავ აპლიკანტებს, ვინაიდან, ადამიანები ვიცი რა მდგომარეობაში არიან და გამოსავალს ეძებენ, ხოლო გაჭირვებული ადამიანებით სარგებლობენ ისინი, ვისაც ჩემი პირადი აზრით, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს. ასევე ცნობებია გაცემული იმ ადამიანებისგან, ვინც უკვე აღარაა იმ ორგანიზაციაში ან პარტიაში, რომელმაც გასცა ცნობა. მაგალითად გასულ კვირას, აპლიკანტს ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ცნობა, დათარითებული 2023 წლის შემოდგომით, რომელსაც ხელს აწერდა ნიკა მელია, როგორც ნაც. მოძრაობის ლიდერი. როცა ის ნიკა მელია არაა, ოფიციალურად არის ნიკანორ მელია და აღარც ნაც.მოძრაობის თავმჯდომარე აღარაა... ასევე შეცდომა იყო სამედიცინო ცნობის საბუთში და აცდენილი იყო იმ თარიღს თითქმის ერთი წლით, რაც ისტორიაში ეწერა. აქ რაღაზე უნდა ვილაპარაკო წარმოდგენა არ მაქვს...

ყველამ თქვენი საქმის ცხადია თქვენ იცით და არც არავის ვარიგებ ჭკუას, ჩემზე ჭკვიანები მილიონობითაა დედამიწაზე, მაგრამ რასაც ვუყურებ ყოველდღიურად, გაჩუმებაც არ შემიძლია.

მთავარი კითხვა რაც შეიძლება გაგიჩნდეთ არის შემდეგი: კი, მაგრამ ხომ იღებენ ადამიანები მათ მიერ გაცემული ისტორიებით და საბუთებით პოზიტივს?

ჯერ ერთი, უმეტესობა მათგანი ახლობლებს სთხოვს რომ რეკომენდაცია გაუწიონ და მოიტყუონ თითქოს მათ პოზიტივი მათი დახმარებით მიიღეს. ჩვეულებრივ ღიად აკომენტარებენ ხოლმე რომ მივიღე პოზიტივი და ეს ადამიანი დამეხმარაო, რაც არის ხოლმე ხშირად ტყუილი.

ასევე არის შემთხვევები, როდესაც ნამდვილად იღებენ პოზიტივს, თუმცა აქ არის რამდენიმე ფაქტორი. აპლიკანტის განსაკუთრებული უნარები, რომელიც ისედაც მოახერხებდა პოზიტივის აღებას... ოფიცრის დამოკიდებულება ან IPO-ს პოლიტიკა, რომელიც ასევე არაა კავშირში შეთხზულ ისტორიასთან... და ბოლოს შემთხვევითობა, ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მილიონი ადამიანი მეათე სართულიდან რომ გადმოხტეს, ყველა არ მოკვდება, თუმცა ამის გამო მეათედან არავინ ხტება...

ახლა რაც შეეხება შეთავაზებას: თუ თქვენ შეგიდგინეს ისტორია ან გაქვთ თქვენი რეალური ისტორია, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში მოკლე აღწერა და გირჩევთ რაზე გაამახვილოთ ყურადღება და რის დასამტკიცებლად მოემზადოთ ინტერვიუზე. ხშირად შეუსაბამ საკითხს ამტკიცებენ, რაც ზედმეტია და არასაჭირო. ეს ყველაფერი ცხადია მოხალისეობრივად და ყველანაირი ანაზღაურების გარეშე.

დიდი მადლობა.

გისურვებთ წარმატებებს.

❤️

🇬🇪🇮🇪 ირლანდიაში ჩაბარების მსურველებმა აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს პოსტი ❣️ირლანდიაში ჩაბარების (როგორც წინა პოსტებში გა...
19/11/2023

🇬🇪🇮🇪 ირლანდიაში ჩაბარების მსურველებმა აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს პოსტი ❣️

ირლანდიაში ჩაბარების (როგორც წინა პოსტებში განვმარტე, ოფიციალურად: საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის) შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის ოფისში (IPO - International Protection Office) უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ ინფორმაცია თქვენს ოჯახზე და წარსულზე, წამოსვლის მიზეზებსა და დეტალებზე და სამოგზაურო დეტალებზე.

📧 სიახლე აპლიკაციის შევსებაში არის ის, რომ ივსება აიპედში და თუ გაქვთ ელ.ფოსტა, მიუთითებთ და თქვენი შევსებული აპლიკაცია გადმოგეგზავნებათ მეილზე.

❗️ ახლა პირველ რიგში განვმარტოთ თარჯიმნის როლი და ფუნქცია, რადგან მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული...

👨‍🦰👩‍🦰 თარჯიმანი არის ადამიანი, რომელიც გეხმარებათ თარგმნაში, არ გაძლევთ რჩევებს და არ გეუბნებათ რა ჩაწეროთ და რა არ ჩაწეროთ. აუცილებელია მიუთითოთ მაქსიმალური ინფორმაცია და თუ შეატყობთ, რომ თარჯიმანი სრულად არ წერს ან ეზარება წერა, აუცილებლად მოსთხოვეთ, სრულად ასახოს თქვენი ნათქვამი ან მოითხოვეთ მისი შეცვლა.

❌ არ შეიძლება თარჯიმანს სთხოვოთ, რომ მოგაფიქრებინოთ უცბად ისტორია, კითხოთ რომელი ისტორიები ამართლებს, გიკარნახოთ რა ჩაწეროს და ა.შ. ეს სარისკოა როგორც ჩვენი სამსახურისთვის, ისე თქვენი აპლიკაციისთვის. (თარჯიმნის როლზე კიდევ დავდებ ცალკე პოსტს)

📋 რაც შეეხება ინფორმაციას, რაც აუცილებლად უნდა მიუთითოთ კითხვარში:

✅ მიზეზები, თუ რის გამო იდევნებით თქვენს ქვეყანაში.

აქ უნდა მოყვეთ ისტორია, თუ რა გადაგხდათ, მაქსიმალურად უნდა მიუთითოთ ყველა დეტალი: რა? სად? როდის? როგორ? რადგან ინტერვოუზე თუ ახალ ინციდენტს, პიროვნებას ან გარემოებას ახსენებთ, ეს გამოიწვევს ოფიცერში ეჭვს. ბუნებრივია შეიძლება, რაღაც დეტალი არ გახსოვდეთ, თუმცა თქვენს სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრება, წესით მაქსიმალურად უნდა მობილიზდეთ და მოემზადოთ ამ დეტალებისთვის. აქ არ იგულისხმება, რა ფერის ზედა ეცვა თავდამსხმელს, აქ იგულისხმება, რომ მაგალითად თავდამსხმელი არის შსს მინისტრის მოადგილე და ეს მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვეთ.

✅ ინციდენტების ჩამონათვალი, რაც გადაგხდათ.

ამისთვის ცალკე გრაფა არსებობს და აუცილებლად ჩამოთვალეთ რა მოხდა, სად, როდის და ვისგან მოხდა ეს ინციდენტები. აქაც იგივე, შეიძლება ქუჩაში გამვლელმა რომ გაგაჩეროთ არ გახსოვდეთ რა მოხდა და როდის, მაგრამ კარგია წინასწარ მოემზადოთ და გაიხსენოთ ეს დეტალები.

✅ იჩივლეთ თუ არა პოლიციაში? თუ კი, რა შედეგი მოჰყვა და თუ არა რატომ არ იჩივლეთ?

✅ ნებისმიერი დეტალი რაც თვლით, რომ მნიშვნელოვანია თქვენი საქმისთვის.

✅ წინასწარ მოიძიეთ ტქვენი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, დაბადების თარიღები და ადგილსამყოფელი.

✅ ბოლოს როგორ და რა გზებით ჩამოხვედით ირლანდიაში, რა ქვეყნები გამოიარეთ და იქ მოხდა თუ არა რამე.

‼️ არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეტყვით რომ ეს ინფორმაცია ძალიან მოკლედ და ორი სიტყვით უნდა მოყვეთ. თქვენს ინტერესებშია და შეავსოთ ეს კითხვარი სრულყოფილად და თარჯიმნის ვალდებულებაა დაგეხმაროთ და დაწეროს ისე, როგორც და რამდენსაც თქვენ ამბობთ. სხვა კითხვებს ძირითადად ავსებენ ხოლმე და ფორმალური კითხვებია, ამიტომ არ გავამახვილე ყურადღება.

❓ კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მომწერეთ.

გისურვებთ წარმატებებს

🤩 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩემს გვერდს და ნახეთ სხვა პოსტები.🇬🇪🇮🇪 რა მივუთითო კითხვაზე რა მიზეზით ითხოვთ საერთაშორისო...
16/11/2023

🤩 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩემს გვერდს და ნახეთ სხვა პოსტები.

🇬🇪🇮🇪 რა მივუთითო კითხვაზე რა მიზეზით ითხოვთ საერთაშორისო დაცვას, ანუ რა მიზეზით იდევნებით?

🌍 საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სწორად მიუთითოთ რა მიზეზებით იდევნებოდით თქვენს ქვეყანაში. გთავაზობთ თითოეული იმ მიზეზის მიმოხილვას, რომელიც შეგხვდებათ სააპლიკაციო ფორმის შევსებისას:

1️⃣ რასა

რასას ბევრი განმარტება არ სჭირდება, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რასის გამო ძირითადად არ იდევნებიან. მაგრამ ეს ნაწილი გულისხმობს იმას, რომ თქვენ პრობლემები შეგექმნათ თქვენი რასის გამო.

2️⃣ რელიგია

თუ საქართველოში, თქვენი დევნის მიზეზი გახდა თქვენი განსხვავებული რელიგია, ამ შემთხვევაში მონიშნავთ ამ გრაფას. თუ ხართ მაგ. იეჰოვას მოწმე, ბაპტისტი ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი და ამ ნიშნით იდევნებით მხოლოდ მაშინ ნიშნავთ ამას. თუ ამბობთ, რომ ხართ მაგალითად იეჰოვას მოწმე და მოვალე გთხოვდათ ვალს და მხოლოდ ამის გამო გდევნიდათ, აქ რელიგიის მონიშვნა რელევანტური არაა, ვინაიდან თქვენ იდევნებით ვალის და არა თქვენი რელიგიის გამო.

3️⃣ პოლიტიკური კუთვნილება

ყველაზე ხშირად ამ გრაფას ნიშნავენ ხოლმე შეცდომით.
თუ ამბობთ, რომ ადამიანები გდევნიან, ვინც მაღალი თანამდებობის პირები ან პოლიტიკოსები არიან და გდევნიან იმიტომ, რომ ვინმეს შვილი შეგიყვარდათ და ის ამის წინააღმდეგი იყო, ესე იგი ეს გრაფა შეცდომით გაქვთ მონიშნული. აქ გეკითხებიან თქვენზე, თქვენ მახასიათებელზე, რაც გახდა თქვენი დევნის მიზეზი. ანუ თქვენ უნდა იყოთ ჩართული პოლიტიკაში ან უნდა გაბრალებდნენ ჩართულობას და საბოლოო ჯამში უნდა იდევნებოდეთ იმიტომ, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ვიღაცისთვის აღმოჩნდა მიუღებელი.

4️⃣ ეროვნება

ამ გრაფასაც იშვიათად ნიშნავენ საქართველოს მოქალაქეები. თევნი დევნის მიზეზი თუა თქვენი ეროვნება, მაშინ უნდა მონიშნოთ ეს გრაფა. ვიღაცას ან ვიღაცებს არ უნდა მოსწონდეთ/ მიუღებელი უნდა იყოს მათთვის თქვენი ეროვნება და ამ ნიშნით უნდა გდევნიდნენ.

5️⃣კონკრეტული სოციალური ჯგუფის კუთვნილება

ჩვენს შემთხვევაში ეს გრაფა ძირითადად უნდა მონიშნონ:

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა.

და ქვიარ ადამიანებმა (ჰომოსექსუალებმა, ბისექსუალებმა, ტრანსსექსუალებმა, ტრანსგენდერებმა და ყველა არადომინანტური სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის წარმომადგენლებმა)

თუ თქვენ იდევნებით თქვენი სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის გამო, ამ შემთხვევაში ნიშნავთ ამ გრაფას.

ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, ნიშნავენ ხოლმე სხვას, რაც არასწორია. იძულებითი ქორწინება, ოჯახის წევრისგან ძალადობა და ა.შ. ამ კატეგორიაში გადის.

6️⃣ სხვა / არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი

ამ გრაფის მონიშვნა უკვე ნიშნავს იმას, რომ ხუთი ძირითადი, აღიარებული მიზეზიდან, არც ერთი არ გაქვთ, რის გამოც იდევნებოდით. თუ გაქვთ ვალი და მევალე გდევნით მხოლოდ იმიტომ, რომ თანხას არ უბდრუნებთ, სხვა
კატეგორიაში ვერ გავა, ამიტომ ამ გრაფის მონიშვნა მოგიწევთ, თუმცა ბევრად მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ დაადასტუროთ თქვენი დევნის ამბავი.

✅✅ არაა აუცილებელი მხოლოდ ერთი გრაფის მონიშვნა, შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე გრაფა, თუ რამდენიმე ნიშნით იდევნებით.

‼️ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეკონომიკური მიზეზები, გაჭირვება და ა.შ. არ შეიძლება იყოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის საფუძველი. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად ავტომატურად გექნებათ უარი, საერთაშორისო დაცვაზე.

❓ კითხვების შემთხვევაში მომწერეთ პირადში ან დამიკომენტარეთ ამ პოსტის ქვეშ.

გისურვებთ წარმატებებს

🇬🇪🇮🇪 ირლანდიაში ჩაბარების მსურველთათვის!🙋ვინ ვარ მე იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/adBRT🔹 პირველ რიგში გეტყვით იმას,...
10/11/2023

🇬🇪🇮🇪 ირლანდიაში ჩაბარების მსურველთათვის!

🙋ვინ ვარ მე იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/adBRT

🔹 პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ის რასაც ქართველები ვეძახით ჩაბარებას, თავშესაფრის მოთხოვნას და ასე შემდეგ, სინამდვილეში არის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა.

🔹 ქვეყანაში მოხვედრის ერთადერთი ლეგალური გზა არის - ვიზა.

🔹 ყველა ადამიანს, ვინც აპირებს, რომ მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, აქვს უფლებები და ყველა: აეროპორტის თანამშრომელი, IPO ანუ საერთაშორისო დაცვის ოფისის თანამშრომელი, თარჯიმანი, პოლიცია და ყველა, ვალდებულია დაიცვას ამ ადამიანების უფლებები.

🔹 თქვენ უნდა გქონდეთ პრობლემები თქვენს ქვეყანაში, რომლის გამოც იძულებული გახდით დაგეტოვებინათ ქვეყანა და საერთაშორისო დაცვა გეთხოვათ სხვა სახელმწიფოში.

🔹 ჩაბარებისთვის უნდა იდევნებოდეთ შემდეგი ნიშნით:

▪️რასა
▪️რელიგია
▪️პოლიტიკური კუთვნილება
▪️ეროვნება/ეთნიკურობა
▪️კონკრეტული სოცილაური ჯგუფის წევრობა (მაგალითად: ქალები, სექსუალური უმცირესობები და ა.შ.)
▪️არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი / სხვა (ამის მონიშვნა უფრო მეტად რისკებთანაა დაკავშირებული)

🔹 მნიშვნელოვანია და წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთი გექნებათ მომზადებული წინასწარ და წარადგენთ შემდეგ ეტაპებზე, მით უფრო იზრდება დადებითი პასუხის მიღების ალბათობა (თუმცა მხოლოდ საბუთები არაა გარანტია)

🔹 საბუთები შეიძლება იყოს ორიგინალი ან ასლი:

▪️სამედიცინო ცნობა
▪️პოლიციის ცნობა
▪️განათლების დამდასტურებელი ცნობა
▪️სამსახურის დამადასტურებელი ცნობა
▪️ქონების ფლობის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
▪️ბიზნესის ფლობის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
▪️თუ რელიგიური ნიშნით იდევნებით, თქვენი რელიგიის დამადასტურებელი ცნობა
▪️პოლიტიკური ნიშნით თუ იდევნებით, პოლიტიკური პარტიის წევრობის დამადასტურებელი ცნობა
▪️ თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით იდევნებით, აქციებში, ღონისძიებებში წვეულებებში, გაცნობით აპლიკაციებში ყოფნის დამდასტურებელი ფოტოები ან სქრინები.
▪️ ეცადეთ გქონდეთ ყველა სიტყვის დამადასტურებელი ცნობა, რასაც აპირებთ რომ თქვათ. ან ახსნა იმისა, თუ რატომ არ გაქვთ.

❗️გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სია არის რჩევა და არა ვალდებეულება, რომ ყველა ეს საბუთი უნდა წარადგინოთ. წარადგინეთ ის, რაც შეგიძლიათ.

🔹 აეროპორტში თუ ჩამოდიხართ, დღეის მდგომარეობით იქ არ გიწევთ თქვენი ისტორიის მოყოლა. უბრალოდ გისვამენ ძალიან ზოგად კითხვებს: საიდან ჩამოხვედით, რა მიზნით ჩამოხვედით, გაქვთ თუ არა პასპორტი და ა.შ.

🔹 ისტორიას ყვებით მას შემდეგ, რაც გადაგიყვანენ ან თქვენით მიხვალთ (მაგალითად ინგლისიდან შემოსვლის შემთხვევაში) საერთაშორისო დაცვის ოფისში IPO-ში, სადაც უნდა შეავსოთ აპლიკაცია. იქ უნდა მიუთითოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რატომ ბარდებით, რა მიზეზები გაქვთ, რა ინციდენტები გადაგხდათ და ა.შ. ამიტომ კარგია, თუ ჩამოსვლამდე ჩამოაყალიბებთ თქვენს ისტორიას (თუ თარჯიმანმა გითხრათ, რომ რაიმე არ უნდა ჩაწეროს, უთხარით რომ აუცილებლად გინდათ ჩაწერა ან მოითხოვეთ მისი შეცვლა, რადგან ინტერვიუს დროს ოფიცერი გკითხავთ, რატომ არ ჩაწერეთ ესა თუ ის ინციდენტი, რასაც ინტერვიუზე პირველად ახსენებთ)

❗️ სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და ინტერვიუზე დაიდება ცალ-ცალკე პოსტები.

🔹 აეროპორტში რიგ შემთხვევებში გამოირჩევიან უტაქტო და უხეში საქციელით, თუმცა ყველა არა ცხადია, ამიტომ მზად იყავით ამ შემთხვევისთვისაც. IPO-ში - უფრო ნაკლებად.

🔹 ამ ეტაპზე, კრიზისის მიუხედავად, ყველას უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, თუმცა ცხადია, პირობები არაა იდეალური. ზოგიერთს კარავში უწევს ცხოვრება.

📣 თითქმის ყველა საკითხზე დავდებ ცალკე პოსტს, კითხვები შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.

🇬🇪🇮🇪Tarji-Man არის გვერდი, რომელიც შევქმენი მოხალისეობრივად და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვაპირებ, ქართველ ემიგრანტე...
10/11/2023

🇬🇪🇮🇪Tarji-Man არის გვერდი, რომელიც შევქმენი მოხალისეობრივად და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვაპირებ, ქართველ ემიგრანტებს ირლანდიაში, მივაწოდო ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის ფარგლებში შესავსები სააპლიკაციო ფორმისა და ინტერვიუს შესახებ.

🔹ძირითად შემთხვევაში ქართველებმა არ ვიცით როგორ შევავსოთ კითხვარი, როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის და როგორ მოვიქცეთ უშუალოდ ინტერვიუზე, ამიტომ გადავწყვიტე გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ ჩატარებულ ინტერვიუს და შევსებულ სააპლიკაციო ფორმას IPO-ში.

⚠️ გთხოვთ, გითვალისწინოთ:

⛔️ არ ვწერ ისტორიებს

⛔️ არ ვიძლევი არანაირ საბუთს

⛔️ არ ვიძლევი ვიზას

⛔️ არ ჩამომყავს ხალხი ირლანდიაში

⛔️ არ გავცემ ინფორმაციას, რომელიც არღვევს ირლანდიურ ან ქართულ კანონმდებლობას.

⛔️ გვერდი არის მოხალისეობრივი და კანონიერი და არანაირი თანხის სანაცვლოდ, არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ/ვერ გააკეთებს.

✅ ვიცი და ვსაუბრობ მხოლოდ აპლიკაციასა და ინტერვიუზე, რაც პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ირლანდიაში ჩაბარებულთათვის

🔵 თანდათან შემოგთავაზებთ სხვადასხვა თემებზე ინფორმაციას და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ კითხვებზე, რომლებიც შეგიძლიათ მომწეროთ პირადში ან დააკომენტაროთ შესაბამისი პოსტის ქვეშ.

Address

Dublin

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tarji-Man posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tarji-Man:

Featured

Share