03/11/2025
მიუხედავად იმისა, რომ თაფლს აქვს ფართო სამკურნალო თვისებები და რეკომენდებულია მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მისი გამოყენება ნებადართულია ნებისმიერ ასაკში და მისი კომპონენტები ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ,მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, არასწორი დოზირებით მიღების შემთხვევაშიის საზიანოც შეიძლება გახდეს. Თაფლი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოიხმარონ დიაბეტით დაავადებულებმა(ძალიან მცირე ულუფებით,4-5გრ --2-3 ჯერ მოზრდილი ინტერვალებით და ფიზიკური აქტივობისას დღის პირველ ნახევარში) და ვისაც აქვს ალერგიული დიათეზი( ამ დაავადებისას ჯობს საერთოდ მოვერიდოთ).თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების გამოყენების აკრძალვა ძირითადად ინდივიდუალური შეუთავსებლობის გამო ხდება. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით: ჭინჭრის ციების სახით - მსუბუქი ფორმით, შეშუპების სახით - საშუალო ფორმით და მძიმე ფორმით შეიძლება მიაღწიოს ანაფილაქსიურ შოკს. საბედნიეროდ, ორგანიზმის უარყოფითი რეაქციები თაფლზე ძალიან იშვიათია
Ამ პოსტში შევეხები მხოლოდ დოზებს სხვადასხვა წყაროების მიხედვით.რუსულ-უკრაინული წყაროები უფროსებისათვის დღიურ ნორმად 100 გრამს მიიჩნევენ( მკურნალობისას 200 გრამსაც) პირადად მე ეს გადაჭარბებულად მიმაჩნია,ამერიკულ წყაროებში მუსირებს 35-75 გრამი ,დაახლოვებით იგივეა ევროპულ წყაროებშიც. Ბავშვებისათვის დოზებში უფრო მეტი თანხვედრაა 25-30 გრამიდან 30-50 გრამამდე.არის აგრეთვე დოზირება სხეულის წონის მიხედვით 1,2 დან 2 გრამამდე კილოგრამ წონაზე,მაგრამ ეს ვფიქრობ ზოგისთვის ასტრონომიულ წიცხვს მიაღწევს :) Პირადად მე დაახლოვებით კილოგრამს მოვიხმარ თვეში,როგორც ხედავთ საკმაოდ არაფანატიკურად 😊 ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით,თაფლი უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში ჯანმრთელი ადამიანისთვის,რათქმაუნდა გონივრული დოზებით და რაციონის სხვა კომპონენტების გათვალისწინებით.შემდეგ პოსტებში ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში თაფლის გამოყენებაზე და ასევე დიეტებზე თაფლის გამოყენებით.