04/15/2026
📅 2026 წლის 12–14 მაისს, CVSA ატარებს ყველაზე მასშტაბურ ინსპექციას — International Roadcheck-ს აშშ-ში, კანადა-სა და მექსიკა-ში.
ოპერაციაში ჩართული იქნება რამდენიმე ათასი ინსპექტორი, ხოლო შემოწმების ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ საშუალოდ ყოველ წუთში დაახლოებით 15 კომერციული სატრანსპორტო საშუალება გაივლის ინსპექციას.
ინსპექტორები განთავსდებიან, როგორც Weigh station-ებზე, ასევე დროებით პუნქტებზე და ჩაატარებენ Level I სტანდარტის სრულ ინსპექციას — რაც ნიშნავს, რომ მოწმდება როგორც მძღოლი, ასევე თრაქის ტექნიკური მდგომარეობა.
👉 მთავარი აქცენტი გაკეთდება:
• ELD სისტემების სწორ გამოყენებაზე, მათში ნებისმიერი სახის ჩარევის ან მანიპულაციის გამოვლენით
• ტვირთის უსაფრთხო და სტანდარტების შესაბამის დამაგრებაზე (cargo securing), რაც გადაზიდვის პროცესში რისკების მინიმიზაციას უზრუნველყოფს.
ინსპექტორები ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ შემდეგ საკითხებზე:
• მძღოლის მართვის მოწმობისა და კომპანიის დოკუმენტაციის სისწორესა და ვალიდურობაზე
• სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემის (ლოგბუქის) ზუსტ და წესების შესაბამის წარმოებაზე
• მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატზე
• მძღოლის სტატუსზე Drug and Alcohol Clearinghouse-ში
🕵️♀️ამასთანავე, დეტალურად შემოწმდება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა, მათ შორის მისი ძირითადი სისტემები და უსაფრთხოების კომპონენტები.
თუ თრაქი წარმატებით გაივლის Level I ან Level V ინსპექციას და არ ექნება კრიტიკული დარღვევები, ის მიიღებს CVSA სტიკერს.
ეს სტიკერი გზაზე სხვა ინსპექტორებისთვის სიგნალია — რომ ეს მანქანა ახლახან შემოწმდა და პრობლემები არ გამოვლინდა ✅
ეს რამდენიმე დღე ბევრისთვის უბრალოდ სამუშაო პერიოდია…
მაგრამ ზოგისთვის — შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
📌 თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი კომპანიის ყველა დოკუმენტი სრულ წესრიგშია — სწორადაა გაფორმებული, განახლებულია და შეესაბამება მოქმედ რეგულაციებს
📞 დაგვიკავშირდით: 929 464 7411
👉 მსგავსი მნიშვნელოვანი სიახლეები რომ არ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და იყავით ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ 💼