GeoVita Company

GeoVita Company თქვენი სამუშაო გამოცდილების მეგზური გერმანიაში 🇩🇪 საქართველოდან 🇬🇪

Your guide on your working journey from 🇬🇪 to 🇩🇪

“GeoVita” არის კომპანია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სტუდენტებისათვის ხიდების გაბმა შესაძლებლობებთან, რომლებიც დაუვიწყარ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ წინსვლასთან მიდის. ჩვენი გუნდი დგას გზაჯვარედინზე განათლებასა და დასაქმებას შორის, შესაბამისად ჩვენ გთავაზობთ ბიუროკრატიულად შემსუბუქებულ მიმართულებას თქვენი კარიერული და ფინანსური განვითარებისაკენ საზღვარგარეთ დასაქმების გზით.

“GeoVita” is a comp

any whose goal is to build bridges for students with opportunities that lead to unforgettable experiences and life advancement. Our team stands at the crossroads between education and employment, so we offer a red tape-friendly route to your career and financial development through the employment abroad.

👋🆕 მოგესალმებით, გვაქვს შესანიშნავი სიახლე! გერმანიაში დასაქმების პროგრამა კვლავ აქტიურია და იწყება განაცხადების მიღება ...
05/05/2026

👋🆕 მოგესალმებით, გვაქვს შესანიშნავი სიახლე! გერმანიაში დასაქმების პროგრამა კვლავ აქტიურია და იწყება განაცხადების მიღება ახალ ვაკანსიებზე.

დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან გამოგვიგზავნეთ შეკითხვა მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] 💌

გერმანიაში სწავლა და მუშაობა უდიდესი გამოცდილებაა, თუმცა ადგილობრივ სამუშაო კულტურასთან ადაპტაცია ახალბედებისთვის ზოგჯერ...
26/03/2026

გერმანიაში სწავლა და მუშაობა უდიდესი გამოცდილებაა, თუმცა ადგილობრივ სამუშაო კულტურასთან ადაპტაცია ახალბედებისთვის ზოგჯერ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. თუ გერმანიაში მუშაობის დაწყებას გეგმავ, აი, რა უნდა იცოდე ქცევისა და ეთიკის შესახებ:

⏰ პუნქტუალურობა ყველაფერია (Pünktlichkeit): გერმანიაში 5 წუთით დაგვიანებაც კი უპასუხისმგებლობად ითვლება. თუ შენი ცვლა 09:00 საათზე იწყება, 08:55-ზე უკვე მზად უნდა იყო სამუშაოს დასაწყებად. თუ რაიმე საპატიო მიზეზით აგვიანებ, აუცილებლად წინასწარ უნდა გააფრთხილო დამსაქმებელი.

🗣 პირდაპირი კომუნიკაცია (Direktheit): გერმანელები ძალიან აფასებენ სიცხადეს. მათ არ უყვართ მიკიბ-მოკიბული საუბარი. ნუ მიიღებ პროფესიულ კრიტიკას პირადად — თუ მენეჯერი შენიშვნას გაძლევს, ეს მხოლოდ საქმის უკეთ შესრულებას ემსახურება და არ ნიშნავს, რომ ცუდი დამოკიდებულება აქვს.

👔 ფორმალიტეტები — Sie თუ Du?: სამუშაო გარემოში, განსაკუთრებით უფროსებთან და უცნობ კოლეგებთან, ყოველთვის დაიწყე თავაზიანი ფორმით „Sie“ (თქვენ). „Du“ (შენ) ფორმაზე გადასვლა მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როცა ამას თავად უფროსი ან ასაკით უფროსი კოლეგა შემოგთავაზებს.

⚖️ სამუშაოს და პირადი ცხოვრების გამიჯვნა (Feierabend): გერმანელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ მათთვის დასვენების დრო (Feierabend) წმინდაა. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ან შაბათ-კვირას, კოლეგებთან სამსახურის საქმეებზე საუბარი ან დაკავშირება (თუ რამე გადაუდებელი არ ხდება) არ არის მიღებული.

📋 წესების და სტრუქტურის პატივისცემა: გერმანულ კომპანიებში პროცესები და წესები უმეტესწილად მკაცრად არის გაწერილი. ინიციატივა ყოველთვის დასაფასებელია, მაგრამ არსებული რეგულაციების გვერდის ავლა არ მოეწონებათ. ყოველთვის მიჰყევი დადგენილ ინსტრუქციებს.

გერმანული სამუშაო ეთიკა თავიდან შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოს, მაგრამ ის სამართლიანობასა და ორგანიზებულობაზეა აგებული.

აპირებ მუშაობის დაწყებას? მაშინ ეს პოსტი შენთვისაა! გერმანიაში პირველი ნაბიჯი არა მხოლოდ სამსახურის პოვნა, არამედ იმ საგ...
23/03/2026

აპირებ მუშაობის დაწყებას? მაშინ ეს პოსტი შენთვისაა! გერმანიაში პირველი ნაბიჯი არა მხოლოდ სამსახურის პოვნა, არამედ იმ საგადასახადო ნომრის მოპოვებაა, რომელიც მთელი ცხოვრება დაგრჩება.

🤔 რა არის Steuer-ID და რატომ მჭირდება?
ეს არის თქვენი პირადი საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი. მის გარეშე დამსაქმებელი იძულებულია დაგარეგისტრიროთ მე-6 საგადასახადო კლასში (Steuerklasse 6), რაც ნიშნავს, რომ ხელფასის თითქმის ნახევარი გადასახადებში წავა. 😱

🚀 როგორ ავიღოთ იგი? (Step-by-Step)

Anmeldung (რეგისტრაცია): როგორც კი გერმანიაში ჩახვალთ და საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირდებით (Bürgeramt-ში), სისტემა ავტომატურად აგენერირებს თქვენს ნომერს.

ფოსტა: რეგისტრაციიდან დაახლოებით 2-4 კვირაში თქვენს საფოსტო ყუთში მოვა ოფიციალური წერილი Bundeszentralamt für Steuern-დან, სადაც ეს 11 ციფრი იქნება მითითებული.

შეინახეთ! ეს ნომერი არ იცვლება საცხოვრებელი ადგილის ან გვარის შეცვლის შემთხვევაშიც კი.

📩 რა ვქნათ, თუ წერილი არ მოვიდა ან დავკარგეთ?
ნუ ჩავარდებით პანიკაში! რამდენიმე გზა არსებობს:

შეგიძლიათ მიაკითხოთ ადგილობრივ Finanzamt-ს პასპორტით და ადგილზევე გეტყვიან (ხშირად ყველაზე სწრაფი გზაა).

შეგიძლიათ მოითხოვოთ ხელახლა გაგზავნა ონლაინ, საგადასახადო სამსახურის (BZSt) ოფიციალური საიტიდან.

💡 პატარა "Lifehack" სტუდენტებისთვის:
თუ წელიწადში თქვენი შემოსავალი არ აღემატება საგადასახადო შეღავათის ლიმიტს (Grundfreibetrag), რომელიც 2024 წელს 11,604 ევროა, მომავალ წელს შეგიძლიათ შეიტანოთ საგადასახადო დეკლარაცია (Steuererklärung) და უკან დაიბრუნოთ ის გადასახადები, რაც ზედმეტად ჩამოგეჭრათ! 💶

კითხვები გაქვს? ან იქნებ უკვე გქონდა "ბრძოლა" ფინანსამტთან? გაგვიზიარე გამოცდილება კომენტარებში! 👇

ბევრს ჰგონია, რომ სტუდენტური მუშაობა მხოლოდ ენერგიაზეა დამოკიდებული, თუმცა გერმანული ბიუროკრატია სხვანაირად ფიქრობს. აი,...
23/03/2026

ბევრს ჰგონია, რომ სტუდენტური მუშაობა მხოლოდ ენერგიაზეა დამოკიდებული, თუმცა გერმანული ბიუროკრატია სხვანაირად ფიქრობს. აი, რა უნდა იცოდეთ, რომ სტუდენტის სტატუსი და შეღავათები არ დაკარგოთ:

⏰ 20-საათიანი ლიმიტი (კვირაში)
სემესტრის განმავლობაში თქვენი სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 საათს.

რატომ? თუ ამ ლიმიტს გადააჭარბებთ, სადაზღვევო კომპანია ჩათვლის, რომ თქვენ აღარ ხართ „პირველრიგში სტუდენტი“ და გადაგიყვანთ დასაქმებულის ტარიფზე, რაც გაცილებით ძვირია.

📅 140/280 დღის წესი (არაევროკავშირის მოქალაქეებისთვის)
თუ გერმანიაში სტუდენტური ვიზით ხართ, წელიწადში გაქვთ უფლება იმუშაოთ:

140 სრული დღე (8 საათიანი ცვლა)

ან 280 ნახევარი დღე (4 საათამდე).

P.S. საათების გადანაწილება თქვენზეა, მთავარია ჯამურ ლიმიტს არ გასცდეთ!

🏖️ არდადეგები (Vorlesungsfreie Zeit)
კარგი სიახლე! არდადეგების პერიოდში შეგიძლიათ იმუშაოთ სრული განაკვეთით (კვირაში 40 საათი). ამ დროს 20-საათიანი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუმცა წლიური 140-დღიანი ლიმიტი მაინც გასათვალისწინებელია.

🌙 ღამის და შაბათ-კვირის მუშაობა
არსებობს გამონაკლისი: თუ კვირაში 20 საათზე მეტს მუშაობთ მხოლოდ ღამით ან შაბათ-კვირას და ეს წელიწადში 26 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება, შესაძლოა სტუდენტური სტატუსი შეინარჩუნოთ. თუმცა, აქ სიფრთხილეა საჭირო!

💡 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს:

სადაზღვევო გადასახადის მკვეთრი ზრდა.

პრობლემები ვიზის გაგრძელებისას (Ausländerbehörde ამ მონაცემებს ამოწმებს).

უნივერსიტეტიდან შესაძლო გარიცხვა (იშვიათ შემთხვევაში).

გაქვთ კითხვები კონკრეტულ შემთხვევებზე? დაწერეთ კომენტარებში! 👇

For English scroll down👇🛫🆕 დღეიდან "GeoVita Company" და “SunFly Travel • სანფლაი თრეველ” პარტნიორები არიან. 🎉📕 გასული თვ...
13/06/2025

For English scroll down👇

🛫

🆕 დღეიდან "GeoVita Company" და “SunFly Travel • სანფლაი თრეველ” პარტნიორები არიან. 🎉

📕 გასული თვეების მანძილზე სრულყოფილი თეორიული ინფორმაცია მოგაწოდეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით.🧳

🚀ახლა კი დროა პრაქტიკაში გადავინაცვლოთ, სადაც “SunFly Travel” გაგვიძღვება წინ.👩‍✈️

✈️ “SunFly Travel” არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ რეგიონში გამორჩეული ტურისტული კომპანიაა, რომელიც მოგზაურებს სრულყოფილ სამოგზაურო სერვისს სთავაზობს. 🗺️

📜 ჩვენ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ჩვენს მომხმარებლებს ტურისტულ მომსახურებას, რაც მოიცავს თითოეულ მიზერულ ნიუანსსაც კი, SunFly გაუწევს. 🙌🏻😎

🎟️ მათი სერვისით სარგებლობისა და კონსულტაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ სოც. ქსელების, მეილისა და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ან ეწვიოთ ოფისში.📞

🤫 საიდუმლოდ გაგიმხელთ, რომ მათი საქმიანობის ყოველი ნაბიჯი განსაკუთრებულია და გამორჩეულია ნებისმიერი სხვა კომპანიისაგან, ხოლო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი სერვისით დაინტერესებული სტუდენტები მათზე მორგებულ პირობებს იღებენ. 💸

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით და გაესაუბრეთ ჩვენი გუნდის წევრს💌

***

🛫

🆕 From today, "GV" and "SunFly Travel" are partners. 🎉

📕 Over the past months, we have provided you with comprehensive theoretical information about traveling abroad.🧳

🚀Now, it's time to move on to practice, where "SunFly Travel" will guide us forward.👩‍✈️

✈️ "SunFly Travel" is a distinguished travel company not only in the Georgian market, but also in the region, offering travelers a complete travel service. 🗺️

📜 A cooperation agreement has been signed between us, on the basis of which the SunFly will provide our customers with tourist services, including every last nuance. 🙌🏻😎

🎟️ To use their service and consult, you can contact them via social networks, email and telephone communication or visit their office.📞

🤫 We will tell you a secret that every step of their work is special and different from any other company, and, as we have already mentioned, students interested in our service receive customized conditions. 💸

For further information, contact us and talk to a member of our team💌

For English scroll down👇🛩️🏁 GV Team-ისთვის მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე 🎯ხოლო მისი შექმნ...
28/04/2025

For English scroll down👇

🛩️

🏁 GV Team-ისთვის მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე 🎯ხოლო მისი შექმნა - ძირითადი ამოცანაა. 🧮

👌 თქვენი მოგზაურობის გასამარტივებლად და სრულსაყოფად, გიზიარებთ კატალოგს - “მოგზაურობის გზამკვლევი”, სადაც თავმოყრილია ყველა ის ნიუანსი, რასთან დაკავშირებითაც ინდივიდუალურად გაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით.📚

❓თუ პოსტერებზე ასახული დეტალები თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდება და კითხვის ნიშნებს დაგიტოვებთ, აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს გვერდს, სადაც დაგხვდებათ ამომწურავი პოსტი თითოეულ მათგანზე დამოუკიდებლად. 🙌

👀 იხილეთ თანდართული კატალოგი:

🗽 იმედია, ისიამოვნებთ გამორჩეული ვიზუალით და მიიღებთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას. 📲

გახსოვდეთ, თუ რაიმე გაურკვეველი დარჩა, დახმარებას ჩვენ აღმოგიჩენთ💌

***

🛩️

🏁 For GV Team, maximum user comfort is one of the main goals 🎯and its creation is the main task. 🧮

👌 To simplify and make your trip perfect, we are sharing with you the catalog - “Travel Guide”, which contains all the nuances about which we have provided you with information individually through our social networks.📚

❓If the details reflected on the posters are not enough for you and leave you with question marks, be sure to visit our page, where you will find an exhaustive post on each of them independently. 🙌

👀 View the catalog down here:

🗽 Hopefully, you will enjoy the distinctive visuals and receive interesting and necessary information for you. 📲

Remember, if something remains unclear, we will help you💌

მოგზაურობის გზამკვლევი

For English scroll down👇🛬🚀ყველა მოგზაურობა იწყება ერთი ნაბიჯით და თან ახლავს იმედები, მოგონებები და ისტორიები.🎢🇬🇪სადაც ა...
22/04/2025

For English scroll down👇

🛬

🚀ყველა მოგზაურობა იწყება ერთი ნაბიჯით და თან ახლავს იმედები, მოგონებები და ისტორიები.🎢

🇬🇪სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაე, თქვენს საკეთილდღეოდ წარმატება და ბედნიერება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგემგზავროთ. 🤲

🛩️ კეთილი მგზავრობა, ახალი დასაწყისისა და წინსვლის, განვითარებისა და მწვერვალებისაკენ.🔝

❓დახმარება თუ დაგჭირდეთ, თქვენთან გვიგულეთ, ვიმედოვნებთ ჩვენ მიერ თქვენთვის გაზიარებული ინფორმაცია დაგეხმარებათ. 🤝

***

🛬

🚀Every journey begins with a single step and is accompanied by hopes, memories and stories.🎢

🇬🇪Wherever you go, may success and happiness be with you at every step for your good. 🤲

🛩️ Have a nice journey, towards new beginnings and progress, development and heights.🔝

❓If you need assistance, we are here for you, hopefully the information we have shared with you will help you. 🤝

For English scroll down👇🛬 🎬 GV Team-მა ერთი თვის მანძილზე წარმოგიდგინათ სერიები, სადაც გიზიარებდით მოგზაურობასთან დაკავშ...
18/04/2025

For English scroll down👇

🛬

🎬 GV Team-მა ერთი თვის მანძილზე წარმოგიდგინათ სერიები, სადაც გიზიარებდით მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის შესახებ მაქსიმალურად ზუსტ და საჭირო ინფორმაციას. 🤝

📢 ახლა კი გვსურს საბოლოო რჩევებზე გესაუბროთ და ამით დავასრულოთ ზემოთ ხსენებული კამპანია, რომლის სრულყოფილად ხილვაც ჩვენი სოციალური ქსელების გვერდებზე შეგიძლიათ. 🫡

📞 არაერთხელ ვახსენეთ მობილური ინტერნეტის მნიშვნელობა საზღვარგარეთ ყოფნისას, შესაბამისად გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ ე.წ. e-SIM ან თუნდაც ფიზიკური SIM ბარათი შეიძინოთ ქართული კომპანიებისგან, მაგალითისთვის “MobineX Travel SIM & eSIM ” ან “Roumingo”. 📡

📟 თუ თქვენი მოგზაურობა გრძელვადიანია, გირჩევთ აეროპორტში შეიძინოთ რომელიმე ადგილობრივი კავშირგაბმულობის კომპანიის SIM ბარათი მათ ოფისში და გააქტიუროთ თქვენთვის სასურველი პაკეტი. ☎️

🛜 გახსოვდეთ, რომ მსოფლიოს აეროპორტების უდიდეს უმრავლესობაში მაღალი ხარისხის ინტერნეტია და ჩაფრენისას თუ დაბრუნებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ მარტივი ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, როცა დაუკავშირდებით თქვენი მოწყობილობით.📱

💸 არანაკლებ მნიშვნელოვანია თან გქონდეთ მცირე რაოდენობით ნაღდი ფული - ქეში. უმჯობესია იქონიოთ იმ ქვეყნის ეროვნული ვალუტა, სადაც მიემგზავრებით, ან ევროპის მასშტაბით ევროც გამოგადგებათ. 💶

🎉ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული ხრიკები თუ რჩევები საგრძნობლად გაამარტივებს თქვენს სამოგზაურო გამოცდილებას.😎

***

🎬 GV Team has been presenting you with a series for a month, where we have shared with you the most accurate and necessary information about all aspects related to traveling. 🤝

📢 Now we would like to talk about the final tips and thus conclude the above-mentioned campaign, which you can see in full on our social media pages.🫡

📞 We have repeatedly mentioned the importance of mobile Internet when abroad, so please note that you can purchase an e-SIM or even a physical SIM card from 🇬🇪 companies, for example “MobineX Travel SIM & eSIM” or “Roumingo”. 📡

📟 If your trip is long-term, we recommend purchasing a SIM card of a local telecommunications company at the airport in their office and activating the package you want. ☎️

🛜 Remember that the vast majority of airports around the world have high-quality internet, and you can use it upon arrival or departure after passing a simple verification process when connecting your device.📱

💸 It is equally important to have a small amount of cash with you. It is better to have the national currency of the country you are traveling to, or the euro will also come in handy throughout Europe. 💶

🎉We hope that the tricks and the tips we have provided will significantly simplify your travel experience.😎

For English scroll down👇🛬💼 თუ თქვენი საზღვარგარეთ მოგზაურობა დასაქმების მიზანთან არის დაკავშირებული, აუცილებლად დაგჭირდე...
14/04/2025

For English scroll down👇

🛬

💼 თუ თქვენი საზღვარგარეთ მოგზაურობა დასაქმების მიზანთან არის დაკავშირებული, აუცილებლად დაგჭირდებათ საბანკო სისტემების ტექნიკური და შინაარსობრივი დეტალების ცოდნა, რათა დამსაქმებლისაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების შემდგომ, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გადაიტანოთ თანხა თქვენთვის სასურველ საბანკო ანგარიშზე.💰

🇬🇪 ქართული საბანკო ბარათები - “Mastercard”, “Visa” თუ “American Express” მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებენ, თუმცა დამსაქმებელი კომპანიები ვერ ახერხებენ აღნიშნულ ანგარიშებზე ანაზღაურების ჩარიცხვას გართულებულ პროცედურებზე დაყრდნობით. 🏧

🏦 იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ არ ისარგებლებთ ადგილობრივი საბანკო მომსახურებით, ვინაიდან ეს დაკავშირებულია სხვა დამატებით ბიუროკრატიულ ნაბიჯებთან, ყველაზე პრაქტიკული, სწრაფი და ოპტიმალური გამოსავალი არის ელექტრონული საფულის შექმნა.📲

❓ციფრული საფულე არის აპლიკაცია, რომელიც შეძლებს თქვენი ფინანსების შემნახველის როლის შესრულებას. პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ “BOG” და “TBC bank” აპლიკაციებთან და ე.წ. ინტერნეტ ბანკინგთან. 💻

💸 “Monese” ერთ-ერთი საერთაშორისოდ გავრცელებული და ფართოდ გამოყენებადი საფულეა, რაზეც დამსაქმებელი კომპანია შეძლებს თქვენი კუთვნილი შრომითი ანაზღაურების გადმორიცხვას, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ზემოთ ხსენებული თანხის თქვენთვის სასურველ ქართულ საბანკო ანგარიშებზე გადასატანად დაგჭირდებათ ე.წ. ფულის გამტარი აპლიკაცია.👨‍💻

👉 “TransferGo” სწორედ ერთ-ერთი ასეთია და მისი გამოყენება დაგეხმარებათ “Monese”-დან თანხა პირველი ორი გადარიცხვისას სრულიად უფასოდ, ხოლო ყოველი მომდევნო ტრანზაქცია დაახლოებით 1%-ის საკომისიოს გადახდით განახორციელოთ, რაც საყოველთაოდ მიღებული სტანდარტია, ისევე როგორც ბანკომატიდან თანხის გამოტანის საკომისიო. 💶

ამ საკითხზე კონსულტაციისთვის, შეგიძლიათ მოგვმართოთ💌

***

🛬

💼 If your trip abroad is related to employment, you will definitely need to know the technical and substantive details of banking systems in order to transfer the money to your desired bank account with the least possible loss after receiving the appropriate salary from the employer.💰

🇬🇪 Georgian bank cards - “Mastercard”, “Visa” or “American Express” operate in all countries of the world, however, employing companies are unable to transfer the salary to these accounts based on complicated procedures. 🏧

🏦 Given that, you will not use local banking services, since this is associated with other additional bureaucratic steps, the most practical, fastest and optimal solution is to create an e-wallet.📲

❓A digital wallet is an application that can play the role of a custodian of your finances. We can draw a parallel with the well-known “BOG” and “TBC bank” applications and With Internet banking. 💻

💸 “Monese” is one of the internationally widespread and widely used wallets, to which the employing company will be able to transfer your salary, however, this is not enough, because in order to transfer the above-mentioned amount to your desired Georgian bank accounts, you will need a so-called money transfer application.👨‍💻

👉 “TransferGo” is one of these and using it will help you transfer money from “Monese” for the first two transfers completely free of charge, and each subsequent transaction will be carried out with a commission of approximately 1%, which is a generally accepted standard, as well as the commission for withdrawing money from an ATM. 💶

For consultation on this issue, feel 🆓 to contact us💌

Address

Ilia Chavchavadze Avenue, Vake
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GeoVita Company posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share